ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განიცდის განახლებას, კანი იშორებს მკვდარ უჯრედებს. მრავალი უარყოფითი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად შემოდგომასა და ზამთარში ხდება კანის აქერცვლა. აუცილებელია სახის კანის მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლება.
სტატიაში შემოგთავაზებთ კანის გაახალგაზრდავების იდეალურ გზას, რომელიც საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ გაიკეთოთ.
კანის პილინგი
ეს პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა და დაგეხმარებათ, საბოლოოდ გათავისუფლდეთ გამონაყარისგან.
საჭირო იგრედიენტები:
- კალციუმის ქლორიდი 5-10 %
- ბამბის ფირფიტა
- საბავშვო საპონი
გამოყენების წესები:
გახსენით ამპულა, აიღეთ ბამბის ფირფიტა, დაასხით კალციუმის ქლორიდის ხსნარი და კარგად გაიჯერეთ სახის კანი. პროცედურა გაიმეორეთ 5-8-ჯერ. შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი ქავილი, მაგრამ არ არის პრობლემა, ხოლო თუ კანი აგეწვათ, მაშინ დაუყონებლივ დაიბანეთ სახე საპნით. თუ არ აგეწვათ კანი, ჩვეულებრივად გააგრძელეთ მითითებული მეთოდის მიხედვით სახის კანის გაწმენდა. როდესაც კალციუმის ქლორიდის ბოლო ფენა გააშრება, თითები ჩაყავით წყალში და გაისაპნეთ ბავშვის საპნით, შეგიძლიათ სარეცხი საპონიც გამოიყენოთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე, იგრძნობთ როგორ აგორდება მკვდარი კანი თითების ქვეშ. კვლავ გაისაპნეთ თითები და გაიმეორეთ იგივე პროცედურა, სანამ კანი არ გასუფთავდება, შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო, რადგან კალციუმის ქლორიდმა და საპონმა კანი არ გამოგიშროთ.
როგორ ხორციელდება კალციუმის ქლორიდის საშუალებით მკვდარი უჯრედების აქერცვლა?
საქმე იმაშია, რომ კალციუმის ქლორიდი ურთიერთმოქმედებს კალიუმისა და ნატრიუმის მარილებთან, რომლებიც შედის საბავშვოს საპნის შემადგენლობაში, შედეგად წარმოიქმნება კალიუმისა და ნატრიუმის ქლორიდი და კალიუმის გაუხსნელი მარილი, რომელიც ტრიალებს და იღებს კანის ზედა ფენის კერატინიზირებულ ნაწილაკებს.
აუცილებლად მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და საშინაო პირობებში მოიშორეთ სახის კანიდან მკვდარი უჯრედები.