არომატული მურაბა 10 წუთში მოვხარშოთ? მარტივია! საჭირო არაა კენკრას ღამით შაქარი დააყაროთ, ადუღებამდე მიიყვანოთ, გამორთოთ, გააგრილოთ, კვლავ აადუღოთ. მარწყვის მურაბა ტაფაზე სულ სხვა და ყოველთვის წარმატებული მეთოდია. ასე ახალი კენკრის ფერს და გემოს შეინარჩუნებთ.
მურაბა ტაფაზე
მურაბას ტაფაზე დიდხანს „შეწვა“ არ სჭირდება. ჟოლოსა და მოცხარისთვის საკმარისია 5 წუთი, მარწყვისთვის – მაქსიმუმ 10 წუთი.
მომზადების დროს თავსახურის დახურვა საჭირო არაა, ასე მურაბა ჟელესებრი გამოვა, დაახურავთ – კომპოტს მიიღებთ. მორიგი პორცია კენკრის მომზადებამდე ტაფის გარეცხვა აუცილებელი არაა. მზა მურაბა შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს.
ყველაზე გემრიელი, არომატული და სქელი მურაბა გამოდის ხურტკმელიდან ალუბლის ყუნწებით ერთად. ამ წარმოუდგენელი ტკბილეულის ზუსტი რეცეპტი სტატიის ბოლოს წაიკითხეთ.
მარწყვის მურაბა ტაფაზე
ინგრედიენტები:
- 1 კგ მარწყვი
- 1 კგ შაქარი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი ან 1/3 ჩ/კ ლიმონის მჟავა
- 2 ს/კ წყალი
- 15 გრ აგარ-აგარი (აუცილებელი არა)
მომზადება:
1. მარწყვი გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ.
2. ტაფაზე 2 ს/კ წყალი დაასხით და მარწყვი ჩაყარეთ. საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. მუდმივად აურიეთ, თავსახური არ დაახუროთ. მარწყვმა არომატი და ფერი რომ შეინარჩუნოს, მურაბას ყურადღება მიაქციეთ და კენკრა არ გადახარშოთ.
3. ლიმონის წვენში აგარ-აგარი (ასე სიროფი ჯემის მსგავსად სქელი გამოვა) გახსენით და 10 წუთით გააჩერეთ. აგარ-აგარის გარეშე სიროფი თხევადი იქნება.
4. მარწყვს მცირე პორციებით შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ლიმონის წვენი აგარ-აგართან ერთად ჩაასხით და 8-10 წუთით ადუღეთ.
5. ცხელი მურაბა მშრალ, სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ. გადააბრუნეთ და შეფუთეთ.
6. მზა მურაბა მშრალ, გრილ ადგილას შეინახეთ.
სქელი მურაბა ხურტკმელით
ინგრედიენტები:
- 800 გრ ხურტკმელი
- 500 გრ შაქარი
- 1 ნაჭერი ლიმონი
- 35 ცალი ალუბლის ყუნწი
- 0,5 ჭიქა ნებისმიერი კაკალი
- 120 მლ წყალი
მომზადება:
1. ხურტკმელი გარეცხეთ და ზედმეტი სისველე ქაღალდის პირსახოცით მოაშორეთ. სასურველია ყუნწები მოაშოროთ და კენკრა ბასრი დანით ან კბილის ჩხირით რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტოთ.
2. ცივ ტაფაზე კენკრა მოათავსეთ. 100 მლ წყლით და 200 გრ შაქრით სიროფი მოხარშეთ და ხურტკმელს დაასხით. ალუბლის ფოთლები და ლიმონი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ხარშეთ და გამორთეთ.
3. 4 საათიანი ინტერვალით პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ. მორევა და ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ.
4. ფოთლები და ლიმონი მოაშორეთ და მურაბა ცეცხლზე მესამეჯერ დადგით, 300 გრ შაქარი და კაკალი დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე მაქსიმუმ 5 წუთით ადუღეთ.
5. მდუღარე მურაბა სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.
ხურტკმელიდან გამოდის ძალიან გემრიელი და ლამაზი მურაბა გასაოცარი არომატით და ნაზი გემოთი. ზომიერად ტკბილი და ოდნავ მჟავე.
აი, მარწყვის მურაბის სიროფი სქელი რომ გამოვიდეს, კენკრა კი არ დამჟავდეს, ბანანის დამატება სცადეთ.