ლიმონის ნამცხვის სოცარი არომატი ტრალებს. ვინ გაუძლებს ცდუნებას და იტყვის უარს მის დაგემოვნებაზე? ფუმფულა ნამცხვარს გასაოცარ არომატს ჰმატებს ლიმონი. მთავარ როლს კი ასრულებს შაქრის მინანქარი, რომელიც დესერტს ალამაზებს.
ეს ფუმფულა საოცრება ჩემს ახლობლებს ძალიან უყვართ და ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან უქმეებს, დღესასწაულებს, რადგან ტრადიციად მაქვს, რომ ჩემს სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ფუმფულა ლიმონის ნამცხვარი.
საჭირო იგრედიენტები:
- ფქვილი 320 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 200 გრ
- სოდა 1 ჩ. კ.
- შაქრის ფხვნილი 3 ს. კ.
- ლიმონი 1,5 ცალი
- მარილი მწიკვი
- კეფირი 200 მლ
- მზესუმზირის ზეთი 100 მლ
მომზადების წესი:
1. აიღეთ 1 ცალი ლიმონი, დაჭერით და შემდეგ დააბლენდერეთ.
2. კვერცხს დააყარეთ მარილი და ათქვიფეთ, თანდათან ამატეთ შაქარი. მიიღებთ ფუმფულა მასას.
3. 1 ჩ. ჭ. კეფირს დაამატეთ სოდა, გააჩერეთ 1 წუთი და შემდეგ დაამატეთ კვერცხიან მასას.
4. მომზადებულ მასას დაამატეთ ზეთი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, ბოლოს კი შეაზავეთ ლიმონის პიურეთი.
5. ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ყალიბში და 40 წუთი აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
6. შაქრის ფხვნილი და ლიმონის წვენი კარგად აურიეთ და გაციებულ ბისკვიტს ზემოდან გადაუსვით.
რა ჯობს ზამთრის საღამოების ახლობლების გარემოცვაში გატარებას და ფინჯანი ჩაითა და ლიმონის არომატული ნამცხვრით პირის ჩატკბარუნებას.
მოამზადეთ ლიმონის ნამცხვარი კეფირით და ისიამოვნეთ.