ალუბლის მადისაღმძვრელი ნამცხვარი მოტკბო-მომჟავო არომატებით

შემოგთავაზებთ ალუბლის არომატული, მოტკბო-მომჟავო გულსართისა და ნაზი ცომის კომბინაციით მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს.

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალუბალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე გაყინული) 200 გრ
  • ნიგოზი 50 გრ
  • ლიქიორი ან კონიაკი 2 ს. კ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 350 გრ
  • რძე 5 ს. კ.
  • შაქარი 100 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კარაქი 100 გრ
  • ლიმონის ცედრა 1 ს. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. კარაქი გაადნეთ, დაამატეთ 3 ს. კ. რძე, ლიმონის ცედრა, კვერცხი, 150 გრ შაქარი, გამაფხვიერებელი, გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. ამზადებთ გულსართს. ალუბალს დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი, ლიქიორი და ნაზად აურიეთ. მზა გულსართი გაყავით ორ ნაწილად.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  4. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ 5-7 მმ სისქის ოთხკუთხედ ფენად. ფენის ნახევარზე თანაბრად გაანაწილეთ გულსართი და გადმოაფარეთ ცომის მეორე ნაწილი. კიდეები მჭიდროდ შეკარით და რულეტი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ნაწიბური მოაქციეთ ქვემოთ. შეკარით რულეტის თავი და ბოლო.
  5. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის დარჩენილი ნაწილი და იმავე წესის მიხედვით მოამზადეთ მეორე რულეტი.
  6. რულეტებს ფუნჯით გადაუსვით დარჩენილი რძე და მოაყარეთ შაქარი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

მოამზადეთ მადისაღმძვრელი, ელეგანტური ღვეზელი და გემრიელად მიირთვით!