მოტოციკლეტებით სავსე კუნძული: რატომ არის ესტონურ კუნძულ კიჰნუში მთელი ძალაუფლება ქალების ხელში

კუნძული კინჰუ ბალტიის ზღვის პატარა ნაწილია, რომლის ფართობი მხოლოდ 16 ათასი კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა – რამდენიმე ასეული. იქ მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მრავალი საუკუნის განმავლობაში შეძლო ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნება. იუნესკომ კუნძული კულტურული არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა.

არსებობს ისტორიული ფაქტი, რომ კუნძულზე მცხოვრები მამაკაცები თვეებს ზღვაში ატარებდნენ, რადგან სწამდათ, რომ კუნძულზე მხოლოდ ქალებს უნდა ეცხოვრათ. დღეს, ამ კუნძულზე ძირითადად უფროსი თაობა დარჩა. კიჰნუ ასევე ცნობილია, როგორც ბებიების კუნძული მოტოციკლეტებით.

,,კაცები ყოველთვის შორს იყვნენ კუნძულიდან. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ აქ მცხოვრები ქალები ძლიერები და დამოუკიდებლები არიან. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: იცავენ კულტურულ ტრადიციებს, ზრუნავენ ადამიანის სიცოცხლის ციკლზე” – ამბობს მაიერ მიატასი, კიჰნუს კულტურული სივრცის ხელმძღვანელი.

მხოლოდ აქაა შესაძლებელი იხილოთ ქალები ეროვნულ, ფერად კოსტუმებში, რომლებიც მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან. მათი გარდერობის ღირსშესანიშნავი ნაწილი შალის ტრადიციული ქვედაბოლო, კურტია. თითოეულ ქალს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპისთვის გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ფერის, მინიმუმ ხუთი კურტი.

ასეთი ქვედაბოლოს შეკერვის ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგრამ მსოფლიო მოდის ტენდეციებმა მათი კორექტირება მაინც მოახდინეს.

”ყოველდღე ვდარდობ, რომ შეიძლება ჩვენი უნიკალური კულტურა გაქრეს. ეს ძალზე ღირებულია, ეს მართლაც განსაკუთრებულია მთელს მსოფლიოში.”- ამბობს მიასი.

კუნძულზე ოთხი სოფელია და რატომღაც აღმოჩნდა, რომ მოტოციკლები ტრანსპორტირების მთავარ საშუალებად იქცა. კიჰნუში არ არის კარგად გაკეთებული გზები და მითუმეტეს, საგზაო ნიშნები.

ერთის მხრივ, კუნძულის მოსახლეობა თანდათან იკლებს, ახლაგზარდები სოფლებს ტოვებენ და უკან აღარ ბურნდებიან, მეორეს მხრივ, ესტონეთის ხელისუფლება კუნძულს ეხმარება და დიდ ინვესტიციებს აბანდებს კუნძულის განვითარებაში. მაგალითად, 2019 წლის ზაფხულში კუნძულზე გაიხსნა სპეციალური დეპო, რომელიც 2 მილიონი ევრო დაჯდა.

სხვათა შორის, სასაცილოა, მაგრამ კუნძულმა დიდი პოპულარობა ერთი ადამიანის წყალობით მოიპოვა: სწორედ აქ დაიბადა ლეგენდარული ესტონელი კაპიტანი კიჰნუ ჯონი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ბალტიის ზღვის გამოკვლევაში. ბევრი ფიქრობს, რომ ანდრეი ნეკრასოვისთვის სწორედ ის გახდა ცნობილი კაპიტნის, ვრონგელის პროტოტიპი.