საშინაო ტონიკი საკუთარი ხელით: ნებისმიერ ასაკში შეუდარებლად რომ გამოიყურებოდეთ, გამოიყენეთ ის

ცხიმიან კანს ახასიათებს კანის ზედა ფენაზე დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება. ცხიმიანი კანი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. კოსმეტიკურ საშუალებებში აღმოჩენილი ქიმიკატები ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტი ცხიმის წარმოქმნას და იწვევს მდგომარეობის გაუარესებას.

საუკეთესო ვარიანტია კანის ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობა, რომლებიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. მართალია, სასურველი შედეგის მისაღებად დიდი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ აირიდებთ გვერდით მოვლენებს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი ტონიკის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ცხიმიანის კანის საწინააღმდეგოდ.

გამწმენდი ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 100 მლ
  • გამხმარი როზმარინი 1 ს. კ.
  • გამხმარი ბალახების (გვირილა, ლავანდა და კალენდულა) ნარევი 1 ს. კ.
  • ლავანდის ეთერზეთი 3 წვეთი
  • ფორთოხლის ეთერზეთი 3 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული მცენარეები მოათავსეთ ფინჯანში, დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ გაგრილებამდე.
  2. გადაწურეთ და დაამატეთ ეთერზეთები. ტონიკი გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შეინახეთ სიგრილეში.
  3. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ცერეცოს თესლი და პიტნა. მიიღებთ ცხიმიანი კანის დასატენიანებელ გამაგრილებელ ტონიკს.

ტონიკი გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ცოტა ხნის შემდეგ წაისვით ნუშის ზეთი. ნუშის ზეთს კანი სწრაფად შეიწოვს და არ კეტავს ფორებს.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ტონიკი გამოიყენეთ დღეში რამდენჯერმე.