ნატურალური ნიღაბი გადაჭიმავს კონტურს და აღაგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს

ყველა ქალის ოცნებაა, რაც შეიძლებაა დიდი ხნით შეინარაჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე, მაგრამ წლები თავისას შვრება და ამჩნევთ, რომ თქვენმა სახის კანმა დაკარგა ელასტიურობა, სიგლუვე, ოვალი მოშვებულია. სწორედ, რომ დროულია მიიღოთ ზომები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. პროფილაქტიკისთვის მიმართეთ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურებს და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

გამაახალგაზრდავებელი და კანის გასამკვრივებელი  პროცედურები საკმაოდ ძვირია და ყველას ხელი არ მიუწვდება.

ძალიან ბევრი ქალბატონი უპირატესობას ანიჭებს ნატურალურ საშუალებებს. სტატიაში შემოგთავაზებთ ჯანჯაფილის ბაზაზე შექმნილი საოცრად ეფექტური საშინაო ნიღაბის რეცეპტს.

ნიღაბის შემადგენლობაში შემავალი ყველა იგრედიენტი ნატურალურია და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული.

ჯანჯაფილი საოცრად ეფექტურად მოქმედებს სახის კანზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს სახის ფერს. ჯანჯაფილი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ჯანჯაფილის ბაზაზე შექმნილი კოსმეტიკური საშუალებები საოცრად ეფექტურია.

სახის კანის გასამკვრივლებლად და ნაოჭების გასასწორებლად დაგჭირდებათ 5 პროცედურა. პროცედურებს შორის შეისვენეთ 5-6 დღე.

როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენს სახის კანს დახმარება სჭირდება, ნუ დააყოვნებთ და კვლავ ჩაიტარეთ პროცედურები.

ჯანჯაფილი შეიცავს უამრავ აქტიურ ნივთიერებას, ამიტომ სანამ ამ საოცარი პროდუქტის ბაზაზე შექმნილ ნიღაბს გამოყენებდეთ, გაარკვიეთ ჯანჯაფილზე ალერგია ხომ არ გაქვთ. ამისთვის ჯანჯაფილის წვენი წაისვით იდაყვის შიგნითა ნაწილზე და დაიყოვნეთ 15 წუთი. თუ არ გაგიწითლდათ და ქავილმა არ შეგაწუხათ, შეგიძლიათ ნიღაბი თამამად გამოიყენოთ. მაგრამ თუ მოცემული სიმპტომები გამოგივლინდათ, არ თქვათ უარი ჯანჯაფილის ნიღაბზე და თავდაპირვეელად მცირე რაოდენით გამოიყენეთ, შემდეგ კი ნელ-ნელა მოუმატეთ.

გაითვალისწინეთ, არასდროს გამოიყენოთ სახისა და ტანის ნიღბებისთვის ჯანჯაფილი სუფთა სახით. ჯანჯაფილი გააჯერეთ სხვა იგრედიენტებით, როგორიცაა, ხილის მჟავები,  ზეთები და სხვა საშუალებები.

ჯანჯაფილის ნიღაბი

საჭირო იგრედიენტები:

  • მწიფე ბანანი 1 ცალი
  • ვაშლი 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • ჯანჯაფილის კოჭა

მომზადების წესი:

  1. გათალეთ ჯანჯაფილი და გახეხეთ წვრილ სახეხზე.
  2. გათალეთ ვაშლი და გახეხეთ.
  3. დაჭყლიტეთ ნახევარი მწიფე ბანანი.
  4. ბანანის პიურეს დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
  5. დაამატეთ 1 ს. კ. ვაშლის პიურე და აურიეთ.
  6. დაამატეთ 1 ჩ. კ. ჯანჯაფილის პიურე (ეცადეთ, რომ წვენი აიღოთ).
  7. მიღებულ მასას კარგად აურიეთ.

გამოყენების წესი:

  1. მოამზადეთ ადგილი, სადაც ნიღაბს გაიკეთებთ.
  2. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ დაწოლილ მდგომარეობაში.
  3. პირსახოცი დაამრგვალეთ 15-20 სანტიმეტრის სიმაღლეზე, რომელიც კისრის ქვეშ ამოსადებად დაგჭირდებათ.
  4. დაიფინეთ პირსახოცი, რადგან ნივთები არ დასვაროთ.
  5. სახე გაიწმინდეთ.
  6. პირსახოცი ამოიდეთ კისრის ქვეშ და ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე, ყელზე, მკერდზე.
  7. მოდუნდით და დაელოდით 20 წუთის გასვლას.
  8. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

საოცარად ეფექტური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი შედეგით აღგაფრთოვანებთ.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.