ვარდის ფორმის ორცხობილები ხაჭოს ნაზი შიგთავსით. არ მეგონა, ასეთი ლამაზი და გემრიელი თუ გამომივიდოდა

შემოგთავაზებთ ნაზი, ფუმფულა, ხაჭოს არომატით გაჯერებული და ლამაზი ფუნთუშების რეცეპტს.

ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 250 მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 100 გრ
  • კარაქი ან მარგანინი 100 გრ
  • ფქვილი 600-700 გრ
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
  • საფუარი 25 გრ
  • ლიმონის ცედრა
  • მარილი 1 ჩ. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 100 გრ
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
  • ხაჭო 500 გრ
  • ქიშმიში 100-150 გრ

მომზადების წესი:

  1. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ.
  2. ამზადებთ საფუარს. ოდნავ ცხელ რძეს შეურიეთ საფუარი, შაქარი, 1 ჩ. ჭ. ფქვილი და ცოტა ხნით სითბოში გააჩერეთ.
  3. კარაქი გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და დაამატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და აურეით. შემდეგ შეურიეთ მზა საფუარი. ნელ-ნელა შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. ცომი მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და ასაფუებლად დადეთ სითბოში.
  4. შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ოთახის ტემპერატურის ხაჭო, დაამატეთ კვერცხი, ვანილის შაქარი, შაქარი, ქიშმიში და აურიეთ. თუ ხაჭო ცოტა თხელია, დაამატეთ ფქვილი ან მანანი.
  5. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გაყავით 24 თანაბარ ნაწილად. გამოხელეთ გუნდები. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და გააკეთეთ 3 ჭრილი ისე, რომ მიიღოთ განსხვავებული ზომის ნაწილები. შუაში ჩადეთ მომზადებული შიგთავსი და შემოახვიეთ სამი ნაწილიდან ჯერ ყველაზე პატარა ფენა და ცომის ძირზე კიდით დაამაგრეთ, შემდეგ_საშუალო და ბოლოს შემოახვიეთ ყველაზე დიდი ნაწილი. კიდეები მჭიდროდ შეკარით ცომის ძირთან.
  6. მზა ფუნთუშები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. აუცილებლად  დაიცავით მანძილი.
  7. კვერცხის გულს დაამატეთ ცოტა რძე, ათქვიფეთ და ფუნთუშებს ფუნჯით წაუსვით. მზა ფუნთუშები ცოტა ხნით გააჩერეთ.
  8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოცხობის დრო თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული.

ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები უგემრიელესია და დამერწმუნეთ ოჯახის ყველა წევრს აღაფრთოვანებთ. გემრიელად მიირთვით!