თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის წინაშე უამრავი ადამიანი დგას. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, კვება, გენეტიკა, არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები, გარემო ფაქტორები, ზოგიერთი მედიკამენტი, მოწევა და ა. შ.
საბედნიეროდ, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული უამრავი ხელნაკეთი საშუალება არსებობს.
შემოგთავაზებთ თმის ნიღბის რეცეპტს, რომელიც აძლიერებს თმის ძირებს, კვებავს, აღადგენს დაზიანებულ თმას და მატებს მოცულობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- თაფლი 1 ს. კ.
- აბუსალათინის ზეთი 2 ს. კ.
- კონიაკი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- ალოეს წვენი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გაითვალისწინეთ თქვენი თმის სიგრძე და ინგრედიენტები აიღეთ ორმაგი ან სამმაგი რაოდენობით.
ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ თმის ძირებზე და შემდეგ თანაბრად გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 2-4 საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნიღაბი 2 თვის განმავლობაში გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ. შემდეგ_ პროფილაქტიკისთვის თვეში ან ორ თვეში ერთხელ.