ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ პიგმენტური ლაქები შედეგია ზედმეტად აქტიური პიგმენტური უჯრედების. ისინი განსაკუთრებით აქტიურდებიან მზის სხივების მუდმივი ზემოქმედების შედეგად. ასაკობრივი ლაქები ყველაზე ხშირა აღენიშნებათ 40-45 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
საბედნიეროდ, უამრავი ნატურალური საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით მოიშორებთ როგორც ასაკობრივ, ასევე ღვიძლის დისფუნქციის შედეგად გაჩენილ ლაქებს.
სტატიაში შემოგთავაზებთ პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშულებათა საუკეთესო ვარიანტების რეცეპტებს.
1. ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტი
ფლავონიდებით გაჯერებულ ძირტკბილას ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ძირტკბილას აქვს შესანიშნავი ეფექტი პიგმენტაციის, აკნეს, ნაწიბურების, ასაკობრივი ლაქების, მზისგან მიღებული დამწვრობისა და მელაზმას წინააღმდეგ. მას აქვს აგრეთვე მათეთრებელი ეფექტი. ძირტკბილა არ იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა, გაღიზიანება, კანის ანთება, გართულებული სუნთქვა.
აიღეთ 1 ჩ. კ. ძირტკბილას ფესვების ფხვნილი და 1 ს. კ. ადუღებული წყალი, აურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი.
სახე კარგად დაიბანეთ. ნარევი დაიტანეთ ლაქებზე და წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ და გაიჩერეთ 30 წუთი.
პროცედურები გაიმეორეთ ერთი თვის განმავლობაში, დღეში ერთხელ, დილით ადრე ან საღამოს. გასაოცარ ეფექტს მიიღებთ.
ძირტკბილას ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მატონიზირებელი საშუალება. გაწმენდის პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.
2. პირშუშხა და ვაშლის ძმარი
ამ ორი პროდუქტის კომბინაცია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ამდიდრებს ორგანიზმს ისეთი მინერალებით, როგორიცაა, კალიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია,მაგნიუმი, მანგანუმი. შეიცავს ვიტამინებს: ფოლატს, რიბოფლავინს, პირიდოქსინს, პანტოთენიურ მჟავას და ნიაცინს.
C ვიტამინი ასტაბილურებს მელანინის გამომუშავებას და ამიტომ ფართოდ გამოიყენება სახის კანისთვის. ვაშლის ძმარი აბალანსებს სახის კანის PH დონეს.
პირშუშხას ფესვი გახეხეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ ვაშლის ძმარი ისე, რომ პირშუშხას მასა დაფაროთ. ქილას დაახურეთ თავზე და ორი კვირით შედეთ მაცივარში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.
ნაყენით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 2-3 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.
აუცილებლია ამ პროცედურის ჩატარება დღეში 3-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში.
3. ალოე, წყალმცენარეები და თაფლი
ალოე უძველესი დროიდან გამოიყენება კანის დაავადებათა სამკურნალოდ. სამკურნალო მცენარის შემადგენლობაში შედის A, C, E-ვიტამინები, რომლებიც უძლიერესი ანტიოქსიდანტებია. აგრეთვე შეიცავს ვიტამინ B12-ს, ფოლიუმის მჟავას და ქოლინს.
ალოეს შემადგენლობაში შედის მინერალები: კალციუმი, ქრომი, სპილენძი, მაგნიუმი, მანგანუმი, კალიუმი, ნატრიუმი და თუთია.
ალოე უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ეფექტურად აშორებს კანზე არსებულ ლაქებს, ნაოჭებს, ნაწიბურებს.
წყალმცენარეებს აქვთ შესანიშნავი თვისებები, რაც მათ მაღალ ქლოროფილურ შემცველობას ანიჭებს. შედეგად გამოდევნის ტოქსინებს, აფერხებს ნაადრევ დაბერებას. და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. მათ შეუძლია კანის აღდგენა, ნაოჭების, ასაკობრივი ლაქებისა და თვალებს ქვემოთ შავი ტომრების მოშორება.
ალოესთან წყალმცენარეებისა და თაფლის კომბინაცია კანის აღსადგენად და ასაკობრივი ლაქების გასაქრობად საუკეთესო საშუალებაა.
თაფლი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
საჭირო ინგრედიენტები:
- ალოეს წვენი ნახევარი ს. კ.
- სპირულინას ან ქლორელას ფხვნილი 1 ს. კ.
- თაფლი ნახევარი ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- სახე კარგად გაიწმინდეთ და დაიტანეთ მომზადებული ნიღაბი და 20 წუთი დაწექით ზურგზე. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით (საპნის გარშე).
- ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.
- მკურნალობის ხანგრძლივობა 3 კვირა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.