ასაკობრივი ლაქები ღამის კოშმარად მექცა. უბრალო პომიდვრის დახმარებით თვითშეფასების ამაღლება შევძელი

702

ნაოჭების, პიგმენტური ლაქების, აკნესა და კანის სხვა პრობლემათა საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული ბუნებრივი პროდუქტები.

ამჯერად, თქვენს არჩევანს შევაჩერებთ პამიდორზე. ამ საოცარი ბოსტნეულის საშუალებით შეძლებთ კანის პრობლემათა აღმოფხვრას.

პამიდვრის უნიკალური თვისებები

ახალი ორგანული პამიდორი კანის მკურნალია. მის შემადგენლობაში შემავალი A და C ვიტამინები, აგრეთვე  მინერალები: ფოსფორი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია, კალიუმი, ნატრიუმი, სპილენძი აუმჯობესებს დერმის მდგომარეობას.

პამიდვრის შემადგენლობაში შემავალი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული მჟავები და ანტიოქსიდანტები მოქმედებს სწრაფად, არეგულირებს PH მაჩვენებელს და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევს კანზე ლაქების, ნაოჭების, მეჭეჭებისა და აკნეს  წარმოქმნას.

პამიდორი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას. კოლაგენი ახალგაზრდობისა და სილამაზის წყაროა. ის კანს ანიჭებს სიგლუვეს, სიმკვრივეს და უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.

პამიდვრის ბაზაზე მომზადებული ნიღბების უამრავი რეცეპტი არსებობს. ამჯერად, შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომელსაც არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა.

პამიდორი კარგად გარეცხეთ და დაჭერით. სახე დაიბანეთ, გულდასმით შეიმშრალეთ და პამიდორი შეიზილეთ სახის კანზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაზიანებულ ადგილებს. დაწექით, პამიდვრის ნაჭრები დაიდეთ სახეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი. შემდეგ სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.

პროცედურები ერთი თვის განმავლობაში ჩაიტარეთ ყოველდღიურად. შეგიძლიათ პამიდვრის ნიღაბი გაიკეთოთ  დღეში 2-ჯერ. ამ გზით შეძლებთ აკნესგან გათავისუფლებას,  კანის საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფას და დეტენიანებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, გამოიყენეთ პამიდორი და მაქსიმალური შედეგით ისიამოვნეთ!

პამიდვრის სარგებელი

პამიდორი საოცარ სარგებელს გვაძლევს, როცა მას ყოველდღიურად მივირთმევთ. სასრგებლოა ყველა სახით მიღებული, ეს იქნება წვენები, კულინარიული კერძები თუ სმუზები.

პამიდორი არეგულირებს გულის რიტმს და არტერიულ წნევას, აგარიდებთ არტერიების დაბლოკვას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

პამიდორი დიდი მოკავშირეა პროსტატისა და კუჭის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან მისი ანტიოქსიდანტები,  ბუნებრივი მჟავები და ლიკოპენის მაღალი დონე აღმოფხვრის ორგანიზმში არსებულ კიბოს უჯრედებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!