გოგრის ნიღბების გამოყენებიდან 1 კვირის თავზე ჩემი კანი გაცილებით ლამაზი, თმა კი – ძლიერი გახდა

გოგრა მიეკუთნება იმ ნატურალურ პროდუქტთა რიცხვს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სილამაზის სფეროში. გოგრის ბაზაზე მომზადებული  ნიღბები საუკეთესოა კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ანტიოქსიდანტებით მდიდარი გოგრა კანს უნარჩუნებს  ელასტიურობას, ებრძვის ნაოჭებს და აფერხებს დაბერების პროცესს. E ვიტამინი, რომელიც გოგრის შემადგენლობაშია, პასუხისმგებელია კანის დატენიანებაზე, ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს. შედეგად მიიღებთ იდეალურად სუფთა კანს.

შემოგთავაზებთ გოგრის ბაზაზე მომზადებული ბიუჯეტური,  ეფექტური და  ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს.

1. გოგრის ამქერცლავი ნიღაბი

იდეალური კანისთვის საჭიროა კანის აქერცვლა. ეს პროცედურა მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და აახალგაზრდავებს კანს. შედეგად გაქრება შავი წერტილები, პიგმენტური ლაქები და წვრილი ნაოჭები, მიიღებთ კანის იდეალურ ტონს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენეტები:

  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • უმი გოგრის პიურე 5 ს. კ.
  • შაქარი 3 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი ან დამატენიანებელი მალამო.

2. გოგრის ნიღაბი ძლიერი და ბზინვარე თმისთვის

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პატარა გოგრა 1 ცალი
  • ნატურალური იოგურტი 50 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

გოგრა დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით ცოტა წყალი და მოხარშეთ. შემდეგ მოამზადეთ პიურე, გააგრილეთ და შეურიეთ იოგურტი. მომზადებული მასა შეიზილეთ როგორც თმის  ძირებზე, ისე  მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. მოცემული ნიღაბი აძლიერებს თმას და ხელს უწყობს მის ზრდას.

3. შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომელიც შეესაბამება ნებისმიერი ტიპის კანს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გოგრის დანაყილი თესლი 2 ს. კ.
  • ზეიუთინის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი და ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. გოგრის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

მოცემული ნიღაბის საშუალებით შეძლებთ კანის გაახალგაზრდავებას, დატენიანებას, წვრილი ნაოჭებისგან გათავისუფლებას და ღრმა ნაოჭების შემცირებას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • უმი გოგრის პიურე 5 ს. კ.
  • რძე 4 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი წაისვით ყელზე, მკერდის ზონაზე, ხელებზე, რადგან მათ სახის კანზე ნაკლები მოვლა და მზრუნველობა არ სჭირდება.