ორი ხალხური რეცეპტი ორგანიზმიდან მარილის ფენების მოსაშორებლად

სტატიში შემოგთავზებთ ნატურალური იგრედიენტებით მომზადებულ შარდმდენ საშუალებას, რომელიც ორგანიზმს წმენდს მარილებისგან.

საშალება N 1

საჭირო იგრედიენტები:

  • ოხრახუშის ფესვი 250 გრ
  • ლიმონი 250 გრ
  • ოხრახუში 150 გრ
  • თაფლი 300 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აიღეთ ლიმონი, გამოაცალეთ თესლი და კანიანად გაატარეთ, გაატარეთ ოხრახუშის ფესვებიც. მომზადებულ მასას დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, თაფლი და კარგად აურიეთ. სამკურნალო  საშუალება მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

საშუალება N 2

კაკლის ნაჭუჭის ნაყენი

შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის უძლიერესი  სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც კაკლის ნაჭუჭის ბაზაზეა შექმნილი.

საჭირო იგრედიენტები:

  • კაკლის ნაჭუჭი 40 ცალი
  • წყალი 2,5 ლ

ნაყენი მოამზადეთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:

  1. აიღეთ კაკალი, შემოაცალეთ ქერქი, დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთი. გააციეთ და 24 საათით დააყოვნეთ ბნელ ადგილზე.
  2. ნაყენი მიიღეთ ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილას, შუდღეს და ძილის წინ, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით.
  3. მომზადებული საშუალება გეყოფათ 1 კვირამდე.
  4. სასურველი ეფექტის მისაღებად კაკლის ნაჭუჭის ნაყენი მიიღეთ 5 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 თვე დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ მკურნალობა. ნაყენის მიღების დროს შეგიძლიათ მიირთვათ 5 ცალი ნიგოზი.

ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული იმ ადამიანთათვის, ვისაც იოდის ჭარბი რაოდენობა აქვს. იმისთვის რომ შეამოწმოთ იოდის რაოდენობა, ჩაიტარეთ ტესტი. სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაიკეთეთ იოდის ბადე. თუ 8 საათის შემდეგ იოდი ისევ აშკარად ჩანს ე. ი. თქვენთვის ნაყენის მიღება არ შეიძლება.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.