შეაგროვეთ სურნელოვანი იასამანი. გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ის სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ

869

მაისის დასაწყისში ყვავილობას იწყებს იასამანი და ირგვლივ გასაოცარი სურნელი ტრიალებს. ეს ულამაზესი და საოცრად სურნელოვანი მცენარე მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება.

ართრიტითა და ართროზით გამოწვეულ ტკივილებს მოგიხსნით საშუალება, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ღერო თეთრი იასამანი. ყვავილებს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. ნაყენი 3 დღით დააყოვნეთ მაცივარში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 45 დღე, შემდეგ სამი თვე შეისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ.

გაითვალისწინეთ, იასამანი მალე ამთავრებს ყვავილობას, ამიტომ დაიჭირეთ თადარიგი და გაახმეთ.

ბრონქიტის სამკურნალოდ გამოიყენეთ იასამანის ნაყენი. მინის  ქილა გაავსეთ იასამნის ყვავილებით და დაფარეთ არყით. ნაყენი დააყოვნეთ 10 დღით ბნელ ადგილზე და ოთახის ტემპერატურაზე. მომზადებული ნაყენის 30 მლ დაამატეთ ფინჯან ჩაის და დაძინებამდე დალიეთ პატარ-პატრა ყლუპობით. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 დღე. ნაყენიან ქილას თავი მჭიდროდ დაახურეთ.

სურნელოვანი იასამანი გაგათავისუფლებთ ნახეთქებისგან და კოჟრებისგან. იასამნის მწვანე ფოთოლს წაუსვით დარბილებული საპონი, დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე, სანამ მტკივნეული წარმონაქმნები არ გაქრებათ.

ამ საოცარ მცენარის ნაყენი გამოიყენება რევმატიზმისა და მარილების სანკურნალოდ. აიღეთ 1 წილი ყვავილები დაასხით 10 წილი 40%-იანი სპირტი, თავი მჭიდროდ დაახურეთ და დააყოვნეთ 8-10 დღე. მომზადებული საშუალება მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ 30-30 წვეთი. შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილებზე დაიფინოთ ნაყენით გაჯერებული საფენი.

შეგაწუხათ რადიკულიტმა? ნაყენით შეიზილეთ დაზიანებული ადგილი.

გაციების დროს დღეში ერთხელ მიიღეთ 20-30 წვეთი იასამნის ნაყენისა და ნახევარი ჩ. ჭ. წყლის ნარევი.

სახსრების ძლიერი ტკივილი დროს

იასამნის ყვავილები მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში, დაასხით არაყი და დააყოვნეთ 21 დღე. მომზადებული საშუალება  მიიღეთ ყოველ დღე ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ს. კ. ოდენობით.

იასამნის ყვავილების ნაყენი გამოიყენება კუჭის წყლულის, ხველის, ფილტვების ტუბერკულიოზის, ეპილეფსის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

ნაყენის მომზადების წესი: 1 ჩ. კ. ყვავილებს დაასით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ  და მდგომარეობის გამოსწორებამდე მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ 1 ს. კ. ოდენობით.

ტუბერკულიოზისა და ყელის ტკივილის დროს თანაბრი რაოდენობით აიღეთ იასამნის დაჭრილი ფოთლები და კრაზანას ბალახი. შეავსეთ ლიტრიანი ქილის 2/3 და დაასხით არაყი  (გაავსეთ). დააყოვნეთ 1 კვირა, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამის წინ 1 ს. კ. ოდენობით.

ვარიკოზის დროს ყვავილების ნაყენი მოათავსეთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის ქილაში (გაავსეთ) და დაფარეთ არყით. ნაყენი დააყოვნეთ 1 თვით. მომზადებულ საშუალებაში გააჯერეთ საფენი და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილებზე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.