ჯადოსნური იოდი-ასე უწოდებენ სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ნივრისა და იოდის კომბინაციას, რომელიც მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება. ნივრისა და იოდის ნაყენი გამოიყენება ვარიკოზის, სოკოვანი ინფექციების, ქუსლის სპურსის, სისხლჩაქცევევბისა და ჭრილობების სამკურნალოდ. თუ თქვენ სახსრების პრობლემა გაქვთ, ამ შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დაგჭირდებათ მკურნალობის რამდენიმე მეთოდის კომბინაცია.
სახსრების მკურნალობა ხალხური საშუალებებით
ხალხურ მედიცინაში იოდი აღიარებულია აღმდგენ საშუალებად. იოდის ბადე სახსრების დაავადებების: ართრიტის, ართროზის, პოლიართრიტის მკურნალად გვევლინება და ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
იოდი იწვევს კანის ადგილობრივ გაღიზიანებას, რაც ტკივილის შემსუბუქებას უწყობს ხელს. იოდი კანის საშუალებით აღწევს სისხლძარღვებში, ვრცელდება მთელ სხეულში და ახდენს ბაქტერიციდულ ეფექტს კაპილარებში. იოდისა და სპირტის ნაყენი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და სახსრების ანთების შემცირებას.
ნიორი უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ალიცინს. ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომლის წყალობითაც გათავისუფლდებით ანთებითი პროცესებისგან და მავნე მიკროორგანიზმებისგან.
სტატიაში შემოგთავაზებთ ჯადოსნური იოდის მომზადების რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- ნიორი 3-4 კბილი
- იოდი 30 მლ (დაახლოებით 3 ბოთლი)
- მუქი მინის ჭურჭელი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ნიორი წვრილად დაჭერით.
- დაჭრილი ნიორი მოათავსეთ მუქი მინის ჭურჭელში.
- დაასხით იოდი ისე, რომ დაფაროთ ნედლეული.
- მომზადებული მასა შეანჯღრიეთ და ერთი კვირით დააყოვნეთ სიბნელეში.
იოდისა და ნივრის კომბინაციის სამკურნალო საშუალებად გამოიყენება შეგიძლიათ მხოლოდ გარეგანი გზით. კვირაში 3-ჯერ ჯადოსნური იოდი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე, რომელსაც წინასწარ გაიწმენდთ საპნიანი წყლით და გაიშრობთ.
ამ საოცარი ნაყენით შეგიძლიათ დაიმუშაოთ დაზიანებული მუხლები, ზურგი, სახსრები, ჭრილობები. სისხლჩაქცევებით გამოწვეული ტკივილი გაგიქრებათ ძალიან სწრაფად.
მომაზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც ძალიან იაფი დაგიჯდებათ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
დაიმახსოვრეთ! იოდით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა ნაწილზე დაიტანეთ ნაყენის 2-3 წვრილი ხაზი და 15 წუთის შემდეგ დაათვალიერეთ, ხომ არ გაგიწითლადათ ან გამოგაყარათ. თუ მსგავსი სიმპტომები აღგენიშნათ, თქვენ იოდისა და ნივრის ნაყენს ვერ გამოიყენებთ.
უკუჩვენება
ნაყენის გამოყენება არ შეიძლება ორსულთათვის, ალერგიული რეაქცის დროს, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში და მათთვის ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.