წვენი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, სასწაულებს ახდენს თქვენი ორგანიზმისთვის. ის მდიდარია C, A, B1, B2, B6, E და K_ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, იოდით, გოგირდით, ფოსფორითა და ფიტო-ნუტრიენტებით. გარდა ამისა, კომბოსტო შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ყველაზე მნიშვნელოვან ნივთიერებებს. სასმელი ააქტიურებს ორგანიზმში დეტოქსიკაციის მექანიზმებს და აუმჯობესებს მავნე ტოქსინების აღმოფხვრის და ჰორმონების ბალანსის ნორმალიზებას.
ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული წვენი საუკეთესოა ნაწლავების გასაწმენდად, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.
სასმელი არეგულირებს კანის ცხიმიანობას და ამცირებს აკნეს.
მოცემული საშუალება შეიცავს გოგირდს, რომელიც აუცილებელია კერატინის წარმოებისთვის. კერატინი ნივთიერებაა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ თმას, კანსა და ფრჩხილებს.
მოცემული სასმელის შემადგენლობაში შედის ლიმონი და ვაშლი. ეს პროდუქტები სასმელს სასიამოვნო გემოს ჰმატებს და აუმჯობესებს ეფექტურობას.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მწვანე ან იასამნისფერი კომბოსტო 1 ჩ. ჭ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- მწვანე ვაშლი 1 ცალი
მომზადებისა და მიღების წესები:
- მოცემული ინგრედიენტებს დაამატეთ 200 მლ გაფილტრული ან მინერალური წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიიღეთ დღეში 1 ჩ. ჭ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10-15 დღე. შემდეგ 20 დღე დაისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. მეორე კურსის შემდეგ მიიღეთ კვირაში 2-3-ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!