ყველამ, ვინც სახლში ბარაქის ხეს ზრდის, მისი ამ თვისებების შესახებ უნდა იცოდეს

ამბობენ, რომ მცენარე ფულის ხე იზიდავს ფულს და კარგია თუ სახლში ბარაქის მომტანი ეს საოცარი ყვავილი გექნებათო.  მაგრამ გარდა ამ ჯოდოსნური უნარისა, მცენარეს კიდევ მრავალი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ფულის ხე სამკურნალო მცენარეა, რომელიც ანთებისა და ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებაა და მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება.

სტატიაში შემოგთვაზებთ იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელთაც ეფექტურად უმკლავდება ფულის ხის ფოთლები და შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს თუ როგორ გამოვიყენოთ ის სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

1. ჰერპესი ტუჩებზე

აიღეთ ბარაქის ხის რამდენიმე ფოთოლი, გამოწურეთ წვენი და ყოველ 30 წუთში შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე ან წვენით გაჯერებული ბამბა დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და პლასტირით შეიხვიეთ.

2. ართრიტი და ართროზი

ძილის წინ სახსრებზე შეიზილეთ ბარაქის ხის 10-15 ცალი ფოთლის წვენი.

3. ბუასილი

მტკივნეულ ადგილზე დაიფინეთ ფოთლის ნახევარი. შედეგს მომენტალურად მიიღებთ.

დამწვრობა, იარები, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა-დაავადებები, რომლებიც იკურნება ბარაქის ხის ფოთლების ფაფით. ფოთლები დააბლენდერეთ, მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე, ბინტით შეიხვიეთ და 2-3 საათით დაიყოვნეთ.

5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

მიირთვით უზმოზე ბარაქის ხის 2 ფოთოლი, აუცილებელია კარგად დაღეჭვა.

6. პიელონეფრიტი, ცისტიტი

ამ დაავადებათა სამკურნალოდ აიღეთ ფულის ხის 5 ფოთოლი, დაასხით 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი, დააყოვნეთ 1 საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს. კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე.

7. ანგინა და ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ანთება)

ბარაქის ხის 10 ფოთლიდან გამოწურეთ წვენი, გააზავეთ 1 ჩ. ჭ. წყლით. მომზადებული ხსნარი დღის განმავლობაში 3-5-ჯერ  გამოივლეთ.

დაიმახსოვრეთ!

ბარაქის ხის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით დარიშხანს, ამიტომ შინაგანი მიღების დროს გამოიყენეთ ძალიან ფრთხილად და მითითებულ დოზას არ გადააჭარბოთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბარაქის ხის ფოთლები და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემები.