ამ ნიღბის დახმარებით ნაოჭები კანზე ნაკლებად შესამჩნევი გახდა, ლაქები კი საერთოდ გაქრა

სახის კანის პრობლემა აქტუალურია და ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც თამამი და ლამაზი გოგონას ნაცვლად სარკიდან უკვე მრავალჭირვარამგამოვლილი ქალბატონის დანახვა შიშს არ ჰგვრიდეს, მაგრამ არ ნებდებიან და ახალ-ახალი საშუალებების კვლევა-ძიებაში არიან.

ყველამ კარგად იცით, რომ E ვიტამინის სასარგებლო თვისებები აუცილებელია ჩვენი კანისა და თმისთვის. ეს უძლიერესი პროდუქტი თითქმის ყველა მზა მალამოსა და სახის მოვლის საშუალებების შემადგენლობაშია.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი შრატის რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ალოე ვერას გელი2 ს. კ.
  • ნუშის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ვარდის წყალი 2 ს. კ.
  • E ვიტამინი 400 მლ-იანი 1-2 ამპულა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ პატარა თასი და მოათავსეთ ალოე ვერას გელი, შემდეგ დაამატეთ ვარდის წყალი, E ვიტამინი, კარგად აურიეთ და ბოლოს დაამატეთ ნუშის ზეთი. მომზადების შემდეგ შრატი გადაიტანეთ სუფთა მინის ჭურჭელში.
  2. მაქსიმალური ეფექტისთვის შემოთავაზებული საშუალება  გამოიყენეთ ყოველ დღე. წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე წაისვათ ნარევი და ხელის წრიული მოძრაობებით ფრთხილად დაიმასაჟეთ.
  3. შედეგს ძალიან მალე შეამჩნევთ.

თუ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გაქვთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.