
სოკო ფორმირდება ტერფის სხვადასხვა ნაწილში და ჩვეულებრივ იწვევს დისკომფორტსა და ტკივილს. როდესაც კანი დაზიანებულია, მიკრობები და ბაქტერიები ღრმად აღწევს ქსოვილებში და იწვევს სერიოზულ პრობლემებს.
ფეხის წყლულებისა და სოკოს სამკურნალოდ უამრავი ხალხური საშუალება არსებობს, რომლებიც ეფექტურ და სწრაფ გამოსავალს გვთავაზობს. ხელნაკეთი საშუალებების წყალობით შეძლებთ ტკივილის დაამებას, შეშუპებისა და ქავილის აღმოფხვრას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ, სწრაფად მოქმედ და ყველასთვის ხელმისაწვდომ საშუალებებს.
1. როზმარინი
როზმარინი უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კიდურებში. შედეგად, ეს აჩქარებს შეხორცების პროცესს და ხელს უწყობს, სწრაფად ჩამოყალიბდეს ჯანსაღი უჯრედების ახალი ფენა.
2. ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ეფექტურად გამოიყენება წყლულებისა და ტერფის სოკოს სამკურნალოდ, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და შეხორცების დაჩქარებას. ფარსმანდუკი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ფარსმანდუკი შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის სხვადასხვა პრობლემათა სამკურნალოდ.
ფარსმანდუკის საშუალებით შეძლებთ კანის დაზიანებული ქსოვილებისა და ვენების აღდგენას. რეკომენდებულია ჩაის სახით მიღება. საუკეთესო ეფექტს მიიღებთ, თუ ფეხებზე გაიკეთებთ ფარსამნდუკის ნახარშის აბაზანებს.
3. სელის თესლი
უამრავი სასარგებლო ნითიერებით გაჯერებული სელის თესლი საოცრად ეფექტური საშუალებაა. დაზიანებულ ადგილებზე დაიდეთ დაფქული სელის თესლისა და წყლის ნარევის საფენები. შეიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ სამოქმედოდ.
4. თაფლი
ბაქტერიებისგან გასათავისუფლებლად საუკეთესოა ნატურალური თაფლი. თაფლი ძალიან ღირებული საშუალებაა ჭრილობების, დამწვრობებისა და კანის სხვა პრობლემათა სამკურნალოდ. ამ საოცარი პროდუქტის რეგულარულად გამოყენება ასწრაფებს შეხორცების პროცესს, გაგათავისუფლებთ ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებისგან.
5. გვირილა
გვირილის ჩაი ძალიან ეფექტურია წყლულებისა და სოკოს სამკურნალოდ. რეკომენდებულია, ყოველდღიურათ მიიღოთ გვირილის ჩაი. გირჩევთ, გაიკეთოთ აბაზანები გვირილის ნახარშით ან კომპრესები 1-3 საათის განმავლობაში. ამ გზით შეძლებთ სოკოვანი ინფექციისგან, წყლულებისგან სწრაფად გათავისუფლებას, აგრეთვე მოიშუშებთ ქუსლებზე არსებულ ნახეთქებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!