შემოგთავაზებთ ცხარე აჯიკის რეცეპტს. უგემრიელეს და საოცრად არომატულ აჯიკას ისეთი სასიამოვნო სურნელი აქვს, ისეთი, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცხარეა.
მშრალი აჯიკა შეგიძლიათ დაამატოთ კერძებს. ძალიან უხდება ლობიოს, ხორცს, კარტოფილს. შეგიძლიათ მიირთვათ პურთან და ცხელ მჭადთან ერთად. უგემრიელესია ცხარე აჯიკით შეზავებული დაბრაწული ქათამი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წითელი ცხარე წიწიაკა 500 გრ
- ნიორი 100 გრ
- ნიგოზი 100 გრ
- ქინძი და ოხრახუში 400 გრ
- ქინძის თესლი 1 ს. კ.
- მარილი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები!
- წიწაკა გარეცხეთ, შეგიძლიათ თესლისგან არ გაასუფთაოთ, და გაატარეთ ხორცსაკეპში. გამოიყენეთ წვრილი ბადე. თუ წიწაკა ბევრ წვენს გამოყოფს, აუცილებლად გადააქციეთ.
- გაატარეთ ნიორი და ნიგოზი.
- ქინძის თესლი დანაყეთ და დაამატეთ გატარებულ მასას.
- მზა ინგრედიენტები აურიეთ და მეორედ გაატარეთ.
- მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და ბასრი დანით ძალიან წვრილად დაჭერით. აუცილებელია მწვანილი იყოს დაჭრილი და არა გატარებული.
- მომზადებულ მასას დაამატეთ მწვანილი, მარილი და კარგად მოურიეთ.
- აჯიკა გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში და გააჩერეთ 3 დღე. პერიოდულად მოურიეთ ხოლმე.
- მზა აჯიკა გადაიტანეთ მინის პატარა გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები და შეინახეთ სიგრილეში.
გემრიელად მიირთვით!