ხშირად სჯობს მიაქციოთ ყურადღება თქვენი სხეულის მიერ მოცემულ პატარა მინიშნებებს, რადგან ამით თქვენ შეძლებთ სერიოზული დაავადებების გართულებისგან თავის დაცვას. ნახეთ როგორ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება:
ფოტოს გადაღებისას მხოლოდ ერთ თვალს აჩენს განათება წითლად
ღამით გადაღებული ფოტოს ამ სახასიათო ასპექტს თვალის მბჟუტავი სისხლის ვენები იწვევენ. თუკი სიწითლე ერთ თვალში არ გამოჩნდება, მაშინ ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამ თვალის სისხლის ვენებს რაღაც ბლოკავს. ეს შეიძლება იყოს თვალის ინფექციის, კიბოს ან რაიმე სხვა დაავადების სიმპტომი.
შავი ზოლი ფრჩხილზე
ასეთი ზოლის დაფარვა ერთ ქალს სურდა სალონში ფრჩხილების ლაქით, თუმცა სალონის თანამშრომელმა მას ექიმთან წასვლა ურჩია. ამის შემდეგ ამ ქალს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად ასეთი შავი ზოლი ორგანიზმის სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს, რის გამოც მისი დანახვისთანავე ექიმთან უნდა წახვიდეთ.
ხელწერის მოულოდნელი შეცვლა
თუკი თქვენი წერის მანერა მოულოდნელად შეიცვალა, მაშინ ეს შეიძლება პარკინსონის დაავადების ან სხვა მსგავსი დაავადების მანიშნებელი იყოს. ასეთ დროს ხელნაწერი შეიძლება იყოს არათანაბარი, უფრო პატარა, ნაკლები ან მეტი ასოებით სავსე.
ყველაფრის დღიურში ჩაწერის საჭიროება
თუკი ძალიან ბევრი რამე გავიწყდებათ და ამის გამო დღიურის ხმარება გიწევთ, მაშინ ეს შეიძლება მოკლევადიანი მეხსიერების გაუარესებაზე მიუთითებდეს, რაც ალცჰაიმერის დაავადების ნიშანია.
სინათლის პერიოდული გაელვება
უმიზეზით სინათლის გაელვებების დანახვა თვალის ბადურის დაზიანებაზე მიანიშნებს. თუკი ამ სიმპტომს თავის ტკივილები და თავბრუსხვევაც ერთვის თავს, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
დაუოკებელი წყურვილი
თუკი გამუდმებით წყურვილის შეგრძნება გაწუხებთ, მაშინ ეს ინტოქსიკაციის ნიშანი შეიძლება იყოს. ამის მიზეზი ნაბახუსევზე ყოფნასთან ერთად ასევე სიმსივნეების მიერ სხეულის მოწამვლის პროცესიც შეიძლება იყოს. თუმცა, ამ სიმპტომს ყველაზე ხშირად დიაბეტი იწვევს. მისი შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს.
ტკივილი ჭიპის არეში
მეცნიერებს აპენდიციტის შეტევის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ამ პრობლემის გაჩენის სიმპტომი მუდამ ერთნაირია. თუ ჭიპის არეში გაჩენილი ტკივილის სეგრძნება 2-4 საათში უფრო დაბლა და მარჯვნივ გადაინაცვლებს ნელა, მაშინ სასწრაფოდ უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარებას. თუკი ტკივილი მოულოდნელად შეგიჩერდათ, ეს ბევრად უფრო უარესი ნიშანია და ასეთ დროს უფრო უნდა იჩქაროთ სამედიცინო დახმარების მიღება.
მუცლის შებერილობა
დღესდღეისობით უამრავ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა გამუდმებული სტრესის, დეჰიდრატაციის, ზედმეტი ჭამის და მსგავსი ასპექტების გამო. ეს ზოგჯერ უბრალოდ არაკომფორტული შეგრძნებაა, ზოგჯერ ისეთი მარტივი პრობლემების სიმპტომია, როგორიცაა მცირე ნაწლავის ბაქტერიების მომრავლება. ასეთ შემთხვევებში დააკვირდით რა პროდუქტები იწვევს მსგავს პრობლემას და ამოიღეთ ისინი მენიუდან.
ზოგჯერ გასიებული მუცელი ისეთ სერიოზულ დაავადებებზეც შეიძლება მიგანიშნებდეთ, როგორიცაა ცელიაკის დაავადება, დაშლის სინდრომი და საკვერცხეების კიბოც კი. ამიტომ თუ შეშუპებასთან ერთად მუცელზე ამობურცვებს, წონის მოულოდნელ კლებას და მსგავს სიმპტომებსაც შეამჩნევთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.