წიწიბურას ამ სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრს არ სმენია. 6 მიზეზი, რატომაც უნდა მიირთვათ ის ხშირად

წიწიბურა ბუნებრივი წყაროა რკინის, კალციუმის, იოდისა და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერების. ეს საოცარი ბურღული ამავე დროს გამოირჩევა ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, და სწორედ, ამის გამო დიეტაზე ყოფნის დროს თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

წიწიბურა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას და ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს.

რა სარგებლობა მოაქვს წიწიბურას

  1. დადასტურებულია, რომ წიწიბურას მირთმევა ამაღლებს განწყობას. მოხარშული წიწიბურა ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას და აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ გამძლეობას.
  2. წიწიბურა მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავებითა და ცილებით, მაგრამ ცხოველური ცილებისგან განსხვავებით ბევრად უკეთ შეიწოვება.
  3. წიწიბურას დიეტის პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ ეს ბურღულეული შეიცავს მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნასა და წონის შემცირებას.
  4. წიწიბურას შემადგენლობაში შემავალი ვაშლისა და ლიმონის მჟავები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებას, აგრეთვე ამაგრებენ სისხლძარღვებს.
  5. წიწიბურა შეიცავს ლიპოტროპულ ნივთიერებებს, PP ჯგუფის ვიტამინებსა და რუტინს, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და აუმჯობესებს გულის მუშაობას. მისი სარგებელი ფასდაუდებელია დიაბეტით დაავადებულთათვის.
  6. ეს საოცარი ბურღულეული აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნარჩენებისგან.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს წიწიბურა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. დაიმახსოვრეთ, დასატკბობად შაქარი არ გამოიყენოთ, რადგან შაქარი ანეიტრალებს ამ საოცარი ბურღულის სასარგებლო თვისებების უმეტესობას. წიწიბურა თაფლით დაატკბეთ, მიირთვით, ისიამოვნეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.