ეს რეცეპტი წმენდს ნაწლავებსა და ღვიძლს, აწესრიგებს შქრის დონეს და ა.შ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ფანტასტიკური გამწმენდი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც გაიწმენდთ ნაწლავებსა და ღვიძლს, გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან, დაისტაბილურებთ სისხლში შაქრის დონეს და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორი იგრედიენტი: ალოე და ლიმონი. ეს ბუნებრივი, უძლიერესი სამკურნალო თვისებებით გაჯერებული პროდუქტები წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, წვავს ცხიმებს. ალოესა და ლიმონის წვენის მიღებით ცხიმოვან მჟავებს უკეთ ვითვისებთ და ხელს ვუწყობთ ცხიმების ბუნებრივი გზით დაწვას.

ალოე ვერა არეგულირებს და ასტაბილურებს სისხლში გლუკოზის დონეს. ის აგრეთვე ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მობილობას და მსხვილი ნაწლავის გაწმენდას, რის შემდეგაც უმჯობესდება  საკვების შეწოვა, ტოქსინების გამოდევნა და მიიღწვა სხეულის ფუნქციების ბალანსი.

მსხვილი ნაწლავის გასუფთავება წონის ბუნებრივი გზით დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი გზაა-ალოე ვერას გელი კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, ხოლო ლიმონისა და ალოე ვერას კომბინაციით მისი სამკურნალო პოტენციელი ძლიერდება და ის ღვიძლის გამწმენდ საშუალებად გვევლინება.

ლიმონი წმენდს ორგანიზმს, არეგულირებს სისხლს, გამოდევნის ცხიმსა და ტოქსინებს.

ლიმონი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა ორგანოს ფუნქციონირებას, ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას. C ვიტამინით მდიდარი ციტრუსი ღვიძლისთვის საოცრებებს ახდენს.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს

საჭირო იგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • ალოე ვერას წვენი (ფოთოლი გაჭერით და წვენი გამოწურეთ) 1 ს. კ.
  • გაფილტრული წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ლიმონისა და ალოე ვერას წვენები დაამატეთ თბილ გაფილტრულ წყალს და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული ნარევი 10 დღის გაბნავლობაში მიიღეთ დილით, მშიერ კუჭზე და ერთი საათი არაფერი შეჭამოთ.
  3. 30 დღის შემდეგ სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ.