საჭმლის შემოწმების უამრავი ხერხი არსებობს, თუმცა ჩვენ წარმოგიდგენთ ისეთ ხრიკებს, რომლების დახმარებითაც პროფესიონალების ჩარევის გარეშე შეძლებთ სწრაფად და ეფექტურად შეამოწმოთ საჭმლის დონე. მათი საშუალებით პროდუქტებს სახლშიც და მარკეტშიც მარტივად შეამოწმებთ:
ქათამი
თუ ქათმის მკერდზე თეთრ ზოლებს და ცხიმის სქელ ფენას შეამჩნევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა ქათმებს ზრდის ჰორმონები შეუყვანეს წონის სწრაფად მოსამატებლად, რის გამოც ასეთი ხორცი თქვენი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის.
ხაჭო
იოდის წვეთი დაგეხმარებათ თქვენი ხაჭოს შემოწმებაში. თუ იგი სახამებელს შეიცავს, მაშინ წვეთის ლაქა გალურჯდება, თუ ხაჭო სუფთაა მაშინ იგი ყვითელ ან ყავისფერ ფერს მიიღებს.
თაფლი
დაასხით თაფლი ბრტყელ ზედაპირზე. ყალბი თაფლი სწრაფად გადმოისხმება და ზედაპირზეც ფართოდ, სწრაფად გაიშლება. მაღალი ხარისხის თაფლი სქლად ჩამოვა ძირს და ზედაპირზეც მჭიდრო, სქელ გუბედ იქცევა.
არაჟანი
ერთი კოვზი არაჟნის ცხელი წყლით სავსე ჭიქაში ჩასხმა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, შეიცავს თუ არა იგი მცენარეულ ცხიმებს. დაბალი ხარისხის არაჟანი თეთრ ფანტელებად დაიშლება, ნამდვილი არაჟანი კი სქელი სითხის ფორმას მიიღებს.
გაყინული ბოსტნეული, კენკრა და ხილი
შეამოწმეთ ასეთი პროდუქტების შეფუთვა და დააკვირდით, არის თუ არა მის შიგნით ყინულის ნაწილები შესული. აირჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მხოლოდ გარედანაა გაყინული და კარგადაა შეფუთული.
თევზი
ახალი თევზის თვალები დაბურული არაა და მისი ლაყუჩები ყოველთვის ღია წითელი ფერისაა.
ხორცი
ახალი ხორცის ზედაპირი საკმარისად მკვრივია იმისათვის, რომ მასზე თითის დაჭერისას თქვენი ანაბეჭდი მალე გააქროს. ასევე დიდი ნაჭრის შუაზე გაჭრისას თუკი შეამჩნევთ, რომ იგი მუქი ფერისაა, მაგრამ თეთრი კონტურები აქვს, ესეიგი მას ხელოვნური დანამატები აქვს დამატებული.
მწვანილი
თუ მწვანილის ფერი ზედმეტად მუქია და მისი ძირები ზედმეტად გრძელი, ესეიგი იგი ნიტრატებს შეიცავს. ნატურალური მწვანილები ყოველთვის ღია მწვანე ფერისაა.
ყველი
თუკი ყველი დაჭრისას იფშხვნება, ან შეფუთვის გარეშე დატოვებისას იგი მარტივად შრება და ბზარები უჩნდება, მაშინ მისი შემადგენლობა მცენარეული ცხიმებითაა გაჯერებული. ოთახის ტემპერატურაზე დატოვებისას ნამდვილი ყველი უბრალოდ უფრო დარბილდება.
ნაყინი
დადევით ნაყინი ოთახის ტემპერატურაზე. თუ მის შემადგენლობაში მცენარეული ცხიმები შედის, მაშინ იგი იგი უფრო დიდხანს დარჩება გაყინული და საბოლოოდ სითხედ იქცევა. კარგი ხარისხის ნაყინი თეთრ სქელ კრემად ჩამოდნება.