როგორ მოამზადოთ თუთის ფოთლების ჩაი, რომელიც კალციუმის დიდი წყაროა. ის გააძლიერებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას

თუთის ფოთლების ჩაის იყენებენ მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ თუთის ფოთლები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

დადასტურებულია, რომ ეს ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე რძე და საოცრად ეფექტურია მათთვის ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ იღებს.

გარდა იმისა, რომ თუთის ფოთლები კალციუმითაა გაჯერებული, კიდევ მრავალი უპირატესობა აქვს.

თუთის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ძვლებზე, კბილებზე და სისხლძარღვებზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოიყენება ბრონქიტის, ტონზილიტისა და ფარინგიტის წინააღმდეგ,  ამცირებს თმის ცვენასა და სიმელოტეს. თუთის ფოთლები გვევლინება გაციების, სურდოს, დეარეის სამკურნალოდ, მოგიხსნით შაკიკით გამოწვეულ და ზოგად თავის ტკივილს,  გამოიყენება უძილობის, დეპრესიის წინააღმდეგ. ბუნებრივი პროდუქტი აბალანსებს ქოლესტირინის დონეს, ებრძვის სიმსუქნეს, დიაბეტს, ჰიპერტენზიას და სიმსივნესაც კი.

შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს როგორ მოამზადოთ თუთის ფოთლების ჩაი:

აიღეთ 1 ს. კ. თუთის გამხმარ ფოთლებს, დაასხით 4-5 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, გააციეთ და დალიეთ. მომზადებული ჩაი მაქსიმუმ 1 დღით შეინახეთ მაცივარში ან თერმოსში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ეს ბუნებრივი პროდუქტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.