ყველა ადამიანს უნიკალური სხეულის ტიპი აქვს, რის გამოც ვარჯიშების უმრავლესობა ყველას ერთნაირ შედეგს არ აძლევს. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ როგორ იმატებს ჩვენი სხეული წონას და რომელია საუკეთესო გზა შვენთვის არასასურველი ცხიმის მოსაშორებლად:
1. ზედატანის ცხიმები
ამ ტიპის ცხიმი აქტივობის ნაკლებობით ჩნდება, რის გამოც ჯობია დაიწყოთ აერობიკის გამოყენება. სიარული, სირბილი და ცურვა დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში მის მოშორებაში დაგეხმარებათ. ასევე მოერიდეთ ტკბილი სასმელების და გადამუშავებული შაქრის მიღებას.
2. მუცლის დაბლითა ნაწილის ცხიმი
ამ ნაწილში ცხიმის დაგროვებას სტრესი, შფოთვა და დეპრესია იწვევს, რისგან თავის დაცვისთვისაც თქვენ დასვენება და განტვირთვა გჭირდებათ. დალიეთ მწვანე ჩაი ცხიმების დასაწვავათ, რადგან ეს იდეალურად დამშვიდებასაც გამოიწვევს.
3. ქვედატანის ცხიმი
ასეთ ცხიმს გლუტენი წარმოშობს. სცადეთ მისგან თავისუფალი დიეტის დაცვა და ხშირად იარეთ კიბეებით. ეს თქვენი ფეხების და თეძოების კუნთებს მარტივად გამოკვეთავს. ასევე არ გამოტოვოთ საუზმე, რადგან იგი მეტაბოლიზმის ამუშავებას უწყობს ხელს.
4. გასიებული მუცელი
ეს ალკოჰოლის დამსახურებაა, რადგან მისი ნაწილი კალორიების სახით მუცლის ცხიმად იქცევა და ამიტომ უნდა შეამციროთ მისი მიღება. ასევე დღის რაციონი გაყავით პატარა პორციებათ და ჭამეთ ხშირად. ეს მეტაბოლიზმს გააუმჯობესებს და ენერგიის შენარჩუნებაში უკეთ დაგეხმარებათ.
5. ტანის ქვედა ნაწილის და ფეხების ცხიმები
ამ ნაწილის გასიებისგან თავის დაცვა მარილიანი საჭმელების ჭამაზე უარის თქმით შეიძლება, რადგან ეს პროდუქტი ორგანიზმის მიერ წყლის შეკავებას იწვევს. არ იჯდეთ ერთ ადგილზე 30 წუთზე მეტი ხნით, ცადეთ ადგომა და გავლა რეგულარულად. მაქსიმალურად გამოიყენეთ წამოწოლის და ფეხების მაღლა აწევის შესაძლებლობა, რათა მათში სითხის დაგროვებისგან დაიცვათ თავი.
6. დიდი მუცელი და ზურგის ცხიმები
ამ პრობლემას აქტიურობის ნაკლებობა იწვევს. ასეთ დროს უნდა გამოიძინოთ კარგად, რადგან უძილობას ჰორმონალური ცვლილებების და მადის გაზრდის გამოწვევა შეუძლია, რაც ცხიმების დაგროვებას მუცლის და ზურგის არეში გამოიწვევს. ჭამეთ ფაიბერით მდიდარი საჭმელები, რადგან ეს წელის დაწვრილებაში და კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.