ორ კომპონენტიანი ნიღაბი, რომელიც ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის

30 წლის შემდეგ სახის კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს. ყოვედღიურად უნდა იზრუნოთ მის დატენიანებაზე, გამკვრივებაზე, გამოკვებაზე, ჩაიტაროთ სხვადასხვა პროცედურები, არ მოადუნოთ კანი და არ მისცეთ ნაოჭებს წარმოქმნის საშუალება. დაზოგეთ თანხები და სახის კანის მოვლის პროცედურები ჩაიტარეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული საშინაო პირობებში მომზადებული ნიღბებით.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ნიღაბზე, რომლის მოსამზადებლად, სულ რაღაც, ორი მარტივი იგრედიენტი გჭირედებათ.

  • კვერცხის ცილა, რომელიც ძალიან სასარგებლოა და მას შეუძლია კანის გამკვრივება.კიტრი
  • კიტრი, რომელსაც აქვს კანის აღმდგენი რეცეპტი. კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, K და C ვიტამინებით, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ნაოჭების წარმოქმნის მიზეზია.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ნიღაბის მოსამზადებლად საჭიროა ნახევარი კიტრი.  გათლილი კიტრი დააბლენდერეთ, შემდეგ გაწურეთ. მიღებულ წვენს დაამატეთ კვერცხის ცილა და კარგად ათქვიფეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე, დაიყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ და შედეგით ისიამოვნეთ.

შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ ნიღაბი და თქვენს კანს დაუბრუნეთ სინორჩე.