შვრია პოპულარული საკვებია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
შემოგთავაზებთ იმ სარგებელთა მცირე ჩამონათვალს, რომლებიც შვრიას მოაქვს ორგანიზმისთვის:
- აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
- ხელს უშლის კიბოს განვითარებას
- აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს
- ხელს უწყობს წონის კლებას
- უზრუნველყოფს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით
- წმენდს ნაწლავებს
- უჯრედისით მდიდარი შვრია წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ცხიმებისგან
- არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
- ამცირებს არტერიულ წნევას
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
- გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან
- ხელს უშლის ჰიპოთირეოზის განვითარებას
- ორგანიზმს აჯერებს მაგნიუმით, ფოსფორითა და კალიუმით
ამ საოცარ მარცვლეულს უძველესი დროიდან იყენებენ სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.
ამჯერად, შემოგთავაზებთ გემრიელი პურის რეცეპტს. შვრიის პური ძალიან სასარგებლოა და ნაკლები კალორია აქვს, ვიდრე ხორბლის პურს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრია 1 ჩ. ჭ.
- საფუარი 1 ჩ. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- რძე 100 მლ
- მარილი მწიკვი
- სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი:
- საფუარი გახსენით თბილ რძეში (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წყლით), დაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ.
- შვრიის ფანტელი დაფქვით ყავის საფქვავში ან ბლენდერში და გადაიტანეთ საშუალო ზომის თასში, დაამატეთ მარილი, სანელებლები, საფუვრიანი ნარევი და მოზილეთ ელასტიური ცომი.
- მზა ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. გაადაფარეთ ტილო და გააჩერეთ ბნელ, თბილ ადგილზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!