შებერილი მუცელი – პრობლემა, რომელიც ადამიანს დისკომფორტს უქმნის.
რა იწვევს მუცლის შებერილობას?
- ჰორმონალური ცვლილებები;
- ცომეულისა და რძის პროდუქტების გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარება;
- ალერგია;
- სტრესი;
- სიმსუქნე;
- ყაბზობა;
- ცილის მონელების უუნარობა;
- როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას
საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლებიც ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს შეგიმსუბუქებთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობით პრობლემას 24 საათში დააღწევთ თავს.
ლიმონიანი წყალი
დილით მიღებული თბილი ლიმონიანი წყალი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღვიძებას. ამიტომ სცადეთ მარტივი და ჯანსაღი მეთოდი. ხელი შეუწყვეთ თქვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ლიმონი ხელს უწყობს მჟავე-ტუტე გარემოს დაბალანსებას, რომლებიც აუმჯობესებს საკვების მონელებას.
ყოველ დილით საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ლიმონით გაჯერებული მწვანე ჩაი.
მუცლის შებერილობით გამოწვეული დისკომფორტის მოსახსნელად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა
მუცლის შებერილობის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა სითხის დაგროვებაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპების შეგრძნება და წონის დროებით მომატება. ამ შემთხვევეაში უნდა მიიღოთ კალიუმითა და ცელულოზით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ბანანი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში.
2. მოერიდეთ ,,უხეში“ საკვები ბოჭკოების მიღებას
თუ ხშირად გაწუხებთ შებერილობა, შეამცირეთ საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, პური, ლობიო და კომბოსტო.
შეარჩიეთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. ასეთი საკვები პროდუქტებია: შვრიის ფაფა, პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი, კენკრა.
3. გამორიცხეთ რძის ნაწარმის მიღება
თუ თქვენ რძის ნაწარმის მიღების შემდეგ განიცდით დისკომფორტს, მაშინ უარი თქვით მათ მირთმევაზე.
4. ტროპიკული ხილი
ტროპიკული ხილი: პაპაია და ანანასი შეიცავს ფერმენტებს: პაპაინსა და ბრომელაინს, რომლებიც გეხმარებათ ცილების მონელებაში. ანანასი და პაპაია ეფექტურად ებრძვის შებერილობას.
5. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია
იღებთ ვიტამინებს? ვიტამინის ზოგიერთი პრეპარატი შეიცავს დამატებებს გლუტეინისა და ლაქტოზას სახით, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ორივე ნივთიერება იწვევს კუჭის პრობლემას, ამიტომ სანამ პრეპარატს მიიღებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რათა დარწმუნდეთ, რომ არ შეიცავს ლაქტოზას, შაქარს ან სხვა მავნე ნივთიერებებს.
6. სტრესი თქვენი ორგანიზმისთვის საზიანოა
დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს კუჭზე უარყოფითად მოქმედებს სტრესი. რა თქმა უნდა მდგომარეობა გაგირთულდებათ თუ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ხართ, ამიტომ დაატანეთ თავს ძალა, შეეცადეთ, არ ინერვიულოთ და ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ მიაყურადებთ ამ პრობლემებს, ურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ სიმპტომებს, იქნებ სწრაფად იპოვოთ მიზეზი და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის გაუარესება.
თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ მუცლის შებერილობას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.