უგემრიელესი ნატურალური შოკოლადი საკუთარი ხელით, თანაც სულ რაღაც 10 წუთში

შემოგთავზაებთ ხელნაკეთი შოკოლადის რეცეპტს. სულ რაღაც 10 წუთში, გემრიელი შოკოლადი მზად იქნება, შემდეგ რამდენიმე საათი დასჭირდება გაგრილებას. ინგრედიენტებიც ბიუჯეტურია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ნატურალური შოკოლადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კაკაო 5 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • კარაქი 50 გრ
  • რძე 0,5 მლ

მომზადების წესი:

  1. დაგჭირდებათ პატარა ქვაბი. რძე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
  2. ცალკე ჭურჭელში აურიეთ შაქარი და კაკაო. ნარევი ფრთხილად შეურიეთ გაცხელებულ რძეს.
  3. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და ადუღეთ 2 წუთი.
  4. ცხელი შოკოლადი გადაასხით ფორმაში, გააგრილეთ და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და დააგემოვნეთ.

თქვენი ხელით მომზადებული შოკოლადი ყველა შოკოლადზე გემრიელია. თუ სურვილი გექნებათ, დაამატეთ დაჭრილი თხილი, მიწისთხილი, ნუში ან ქიშმიში, ან ჩირი, ძლიან უხდება ფორთოხლის ცედრა, კონიაკი.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ ყველასათვის საყვარელი ნუგბარი და გაახარეთ თქვენი პატარები!