თუ კანის გაჯანსაღება, გაგლუვება და მისი ტონის გათანაბრება გსურთ, გამოიყენეთ ხაჭოს ნიღბები

0
156

შემოგთავაზებთ ხაჭოს ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი  ნიღბების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ კანზე არსებული მუქი ლაქების გაღიავებას.

ხაჭო კანის პრობლემათა გადასაჭრელად საუკეთესო საშუალებაა და აფერხებს კანზე სიბერის ნიშნების გამოვლენას.

ნიღაბი N1

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო ნახევარი ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და რამდენიმე წუთით შედეთ მაცივარში.

მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე, კისერზე და 5 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი N2

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო მეოთხედი ჩ. ჭ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • დაღერღილი ხორბალი ცოტა, დაახლოებით, ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ცოტა რომ შეშრება, მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანზე. ამ გზით შეძლებთ მკვდარი უჯრედების მოშორებას. ნარჩენები  ჩამოიბანეთ თბილი წყლით.