ქალი და ასაკი-ალბათ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობას ნება რომ დართოთ, ასაკს ტაბუს დაადებდნენ. მაგრამ ასე ადვილია არასასურველი ნაოჭბისთვის თავის დაღწევა? მთავარია მონდომება და უმარტივესი გზით შეძლებთ კანის გაახალგაზრდავებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შემავალი იგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ნიღაბი უნდა გაიკეთოთ 2 კვირის განმავლობაში წელიწადში 2-ჯერ-გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- თაფლი 1 ს. კ.
- არაჟანი 1 ს. კ. (უმჯობესია ცხიმიანი)
- ხაჭო 50 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- ლიმონის წვენი 6-7 წვეთი
- ალოე 1-2 ამპულა
- ვიტამინი B1 და B12 თითო-თითო ამპულა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აიღეთ მინის ჭურჭელი და მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, შეგიძლიათ თვალების გარშემოც წაისვათ, დაიყოვნეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ მალამო არ წაისვათ. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს 2 კვირის განმავლობაში. მომზადებული საშუალება მინის კონტეინერში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.
შეგახსენებთ, ნიღაბის გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე, რადგან იცით, რომ თაფლი ალერგიული პროდუქტია. მომზადებული საშუალების მცირე ნაწილი წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს და დაელოდეთ რეაქციას. თუ გაგიწითლდათ ნიღაბი არ გამოიყენოთ.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა.