კრემ-პლომბირი გამოდის ძალიან ნაზი, მსუბუქი და ჰაეროვანი. ის ნებისმიერ დესერტს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

შემოგთავაზებთ ნაზი და ჰაეროვანი კრემის რეცეპტს, რომელსაც ნაყინის გემო აქვს. კრემი შეგიძლიათ  ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • არაჟანი 20%-იანი 500 გრ
  • ლიმონის ცედრა ცოტა
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 3 ს. კ.
  • შაქარი 180 გრ
  • ვანილის შაქარი
  • კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 250 გრ

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, ვანილი, ლიმონის ცედრა და ფქვილი აურიეთ. ქვაბი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ურევთ განუწყვეტლივ და ადუღებთ გასქელებამდე.
  2. კარაქი კარგად ათქვიფეთ და ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ გაგრილებული კრემი.

მიიღებთ ჰაეროვან, ღრუბელივით ფაფუკ კრემს, რომელიც შეგიძლიათ ტორტის მოსართავადაც გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!