ნატურალური ნიღაბი ასწორებს ნაოჭებს და გვაშორებს შავ ტომრებს თვალებიდან

ქალბატონების მთავარი საზრუნავი სახის კანის მოვლაა, რადგან ასაკის თანმხლები პროცესები პირველ რიგში, აისახება სახის კანზე. კანი განსაკუთრებით სათუთი თვალების გარშემოა და სწორედ, ამიტომ საჭიროებს ეს ადგილები განსაკუთრებულ ზრუნვას.

სტატიაში შემოგთავაზებთ დაღლილი, შეშუპებული, დანაოჭებული თვალებისა და თვალის გარშემო მუქი წრეების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომელიც ორსაფეხურიან პროცესს მოიცავს და მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

პირველი ეტაპი

საჭირო იგრდიენტები:

  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ყავა 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაასხით წყალი, დაამატეთ ყავა და კარგად აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ 2-3 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ და 15 წუთი გააციეთ.
  2. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და 15 წუთით დაიდეთ თვალებზე. შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

მეორე ეტაპი

საჭირო იგრედიენტები:

  • ნუშის ზეთი 2 ს. კ.
  • E ვიტამინი 2 კაფსულა
  • A ვიტამინი 2 კაფსულა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. შემოთავაზებული ვიტამინების კაფსულები ნემსით გახსენით და ზეთი თითებით გამოწურეთ.
  2. პატარა ზომის თასში მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ მინის კონტეინერში.
  3. მომზადებული საშუალება გამოიყენეთ ყოველ ღამე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და კიდევ დიდი ხნით შეუნარჩუნეთ თქვენს კანს ახალგაზრდობა და სილამაზე.