თმის პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ცვენა. მიუხედავად იმისა, რომ თმის ცვენის საწინააღმდეგო უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვიღებთ.
შემოგთავაზებთ უმარტივეს და ბიუჯეტურ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას. გარდა ამისა, თმას დაუბრუნებთ სიმტკიცეს, ჯანსაღ მბზინვარებას, დაგირბილდებათ, გაგიხდებათ დამყოლი. შეაფერხებთ თმის გაჭაღარავების პროცესს.
სამკურნალო თვისებებით გაჯერებული უმარტივესი და საკმაოდ პოპულარული ინგრედიენტი არის საკვები სოდა, რომელსაც სხვადასხვა მიზნებისთვის აქტიურად ვიყენებთ დიასახლისები.
სოდის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი ბევრად უფრო ეფექტური და სასარგებლოა თმისთვის, ვიდრე ძვირადღირებული შამპუნები ან სხვა საშუალებები.
ხელნაკეთი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- სოდა 2 ს. კ.
- წყალი 6 ს. კ.
ინგრედიენტები გათვლილია მოკლე თმაზე, დაახლოებით, მხრის სიგრძემდე, პროპორციები გათვალეთ თქვენი თმის სიგრძის მიხედვით.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიღებული პასტისებური მასა შეიზილეთ მშრალი თმის ძირებზე და გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 3 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გადაივლეთ ცოტა ძმრისა და თბილი წყლის ნარევი.
მოცემული ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ, შიგადაშიგ დაისვენეთ ხოლმე და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.