ლამაზი, სქელი თმა ნებისმიერ ქალს ამშვენებს. თმის ბუნებრივ სისქეს ბევრი რამ აზიანებს: წყლის ხარისხი, ყოველდღიური დავარცხნა. თმის კუდად შეკვრას რომ მოეშვათ, ნახეთ, როგორ გაასქელოთ თმა მარტივი, ხალხური მეთოდებით.
არ დაგავიწყდეთ, რომ თხელი თმა ხშირად არასწორი კვების ან მავნე ჩვევის შედეგია. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, რომ კანი და თმა წესრიგში იყოს.
რამდენიმე რჩევა ხალხური მეთოდის ეფექტურობის გაზრდაში დაგეხმარებათ. თავი მხოლოდ თბილი წყლით დაიბანეთ: ის თავის კანს არ გააღიზიანებს. საერთოდ სჯობს ანადუღარი წყალი გამოიყენოთ, ვიდრე უხეში გამდინარე წყალი. ცივ ამინდში ქუდი დაიხურეთ, რომ თმის ძირები დაიცვათ.
საფუარის ნიღაბი
თქვენი თმა საფუარივით გაიზრდება! უბრალოდ კვერცხის გული, 1 ჩ/კ საფუარი და გვირილას, კრაზანას ან გულყვითელას ნახარში აურიეთ. ნარევი 1 საათით დააყენეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. ახლა ნარევი მშრალ თმაზე წაისვით, პირსახოცით შეიფუთეთ და მინიმუმ 30 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თმა თბილი წყლით და უკვე გამოყენებულ ნახარშთან ერთად ერთად დაიბანეთ.
კედრის კაკლის ნიღაბი
ცოტა კედრის კაკალი დააქუცმაცეთ და სითხეში გააზავეთ. ნარევი ნახევარი საათით ღუმელში გამოაცხვეთ. კაკლის ფაფის ნაცვლად ღია ფერის სითხე უნდა მიიღოთ. ნარევი თმის ძირებში მასაჟური მოძრაობით წაისვით. ასეთი საშუალება ყოველდღე გამოიყენეთ.
ნუშის ნიღაბი
ცოტა ნუში დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ. აურიეთ, რძე დაუმატეთ ისე, რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. ნიღაბი თმაზე წაისვით და დაახლოებით 2 საათით გაიჩერეთ. ნიღაბი ყოველ კვირა გაიკეთეთ.
პურის ნიღაბი
ჭვავის პური პატარა ნაჭრებად დაჭერით. ცოტა რძე დაუმატეთ და ფაფა მიიღეთ. ნიღაბი სველ თმაზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი შეგიძლიათ შამპუნის გარეშე ჩამოიბანოთ.
ნიღაბი კეფირით
1 ჩ/კ კაკაო, კვერცხი და ნახევარი ჭიქა ცხიმიანი კეფირი აურიეთ. ნიღბის გამოყენებამდე თავი დაისველეთ, ნიღაბი წაისვით და მის შეწოვას დაელოდეთ. შემდეგ ნიღბის მეორე ფენა წაისვით. ასე ნიღბის დასრულებამდე გააგრძელეთ. შემდეგ 30 წუთით გაიჩერეთ და ჭინჭრის ნაყენით და წყლით ჩამოიბანეთ.
ახლა უკვე იცით, როგორ გაასქელოთ თმა სახლის პირობებში. იპოვეთ ნიღაბი, რომელიც სწორედ თქვენ გიხდებათ და მოთმინება მოიკრიფეთ. ორი გამოყენების შემდეგ არც ერთი საშუალება არ დაგეხმარებათ. შედეგს რეგულარული გამოყენების შემთხვევაში 1 თვეში დაინახავთ.