კოკა-კოლას გამოყენების ალტერნატიული ხერხები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარებათ

ყველამ კარგად ვიცით, რომ ,,კოკა-კოლა“ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგრამ შეგიძლიათ ამ გამაგრილებელი სასმელის უარყოფითი მხარეები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. სასმელის იდუმალ ფორმულას შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს რთულ პრობლემებს.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომელთაც ეფექტურად მოიგიგვარებთ კოკა-კოლა.

კოკა-კოლა და საოჯახო საქმეები

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია საოჯახო საქმეებში კოკა-კოლა თქვენი დამხმარეა.

  1. მიმწვარ ტაფას დაასხით კოკა-კოლა და აადუღეთ. ამ მეთოდით უმარტივესი გზით შეძლებთ ტაფის გასუფთავებს.
  2. თუ გსურთ თქვენი ჩაიდანი ნადებისგან გაასუფთაოთ, ჩაასხით კოკა-კოლა და ერთი დღით დატოვეთ.
  3. თუ თქვენს საიუველირო ნაკეთობებს ქვები არ ამშვენებს, დაასხით კოკა-კოლა, ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ რბილი ფუნჯით გაწმინდეთ.
  4. ჭანჭიკის მოხსნა გინდათ? ქსოვილზე დაასხით კოკა-კოლა და ჭანჭიკს დააფინეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ კი თავისუფლად მოხსენით.
  5. გამოიყენეთ კოკა-კოლა უნიტაზის გასაწმენდად და თვითონ დარწმუნდით მის ეფექტურობაში.

ჰობი

ტკბილი სასმელი სასარგებლოა ფოტომოყვარულთათვის და ნუმიზმატიკოსებისთვის:

  1. გსურთ, თქვენი საყვარელი ფოტოები არ დაზინდეს, სპრეი ბოთლში ჩაასხით კოკა-კოლა და მცირე რაოდენობით შეაშხეფეთ სურათს და შემდეგ მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ.
  2. თქვენ უამრავი მონეტა გაქვთ, რომლებსაც წლებია აგროვებთ.უძველესი მონეტები იბრწყინებს თუ მათ ცოტა ხნით შუშხუნა სასმელში დააყოვნებთ.

კულინარია

ალბათ გსურთ, სტუმრები გააოცოთ და შემწვარი ქათამი კიდევ უფრო გააგემრიელოთ. გირჩევთ, თქვენთვის სასურველ სოუსს დაამატოთ კოკა-კოლა (პროდუქტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით), წაუსვით ქათამს და შეწვით.

ბაღ-ბოსტანი

თქვენს ბაღ-ბოსტანს მავნებლები შესივნენ, მაგრამ ამ პრობლემას კოკა-კოლას წყალობით მოაგვარებთ. აიღეთ კონტეინერები, ჩაასხით ტკბილი სასმელი და ალაგ-ალაგ დაადეთ ბოსტანში. მათ მავნებლები ეტანებიან, კონტეინერებში ჩადიან, მაგრამ უკან ვეღარ გადმოდიან.

სილამაზე და ჯანმრთელობა

  1. თუ თქვენ ღებინების შეგრძნება გაქვთ, მოსვით ერთი ყლუპი კოკა-კოლა.
  2. წარუმატებლად შეღებილ თმას კოკა-კოლას წყალობით შეჰმატებთ ლაზათს. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და თმა შუშხუნა სასმელით დაიბანეთ.
  3. თუ თმის კონდენციონერი გაგითავდათ, არ ინერვიულოთ და მას კოკა-კოლათი ჩაანაცვლეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შუშხუნა სასმელი და მისი წყალობით მრავალი პრობლემა მოიგვარეთ.