რამდენიმე წვეთი შრატი ძილის წინ, რათა თავიდან აირიდოთ ნაოჭების გაღრმავება, გაიქროთ ლაქები და გამონაყარი

დროთა განმავლობაში კანი დუნდება, შრება, კარგავს ელასტიურობას, ჩნდება წვრილ-წვრილი ხაზები, მუქი ლაქები.  ეს პანიკის მიზეზი ნამდვილად არის, რადგან ყველას გვსურს, რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური შრატის რეცეპტს, რომელიც მოცემულ პრობლემებს მარტივად გაუმკლავდება.

შრატი ხელს უწყობს კანის ტონის გაღიავებას, წმენდს კანს, ანიჭებს ელასტიურობას, კანი იბრწყინებს ახალგაზრდობითა და სილიმაზით.

უნიკალური შრატის გამოყენებამდე სახე აუცილებად უნდა გაიწმინდოთ. შრატი აუცილებლად ძილის წინ გამოიყენეთ, რადგან მისი გამოყენების შემდეგ მზეზე გასვლა არ შეიძლება.

შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. კ. ალოე ვერას გელი
  • 2,5 ჩ. კ. ვარდის წყალი
  • ½ ჩ. კ. ნუშის ზეთი
  • 6 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ მინის ჭურჭელში და  დაახურეთ ხუფი.
  2. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, შემოთავაზებული საშუალებით სახე აუცილებლად ძილის წინ უნდა გაიწმინდოთ.

მოამზადეთ უმარტივესი, ბიუჯეტური საშუალება და მოიგვარეთ კანის პრობლემები.