მოემზადეთ მკაცრი ზამთრისთვის. ლეჩო სოკოთი ისეთი გემრიელი გამოდის, მას ყოველ წელს ვამზადებ

გამოიყენეთ შემოდგომის ბარაქა და საგულდაგულოდ მოემზადეთ მკაცრი ზამთრისთვის. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და განებივრებთ სხვადასხვა რეცეპტებით. ამჯერად, შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, არომატული და ნოყიერი კერძის, ლეჩო სოკოთი, რეცეპტს.

შემოთავაზებული კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 4 კგ პომიდორი
  • 2 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ თქვენთვის სასურველი სოკო (მაგალითად, ქამა სოკო)
  • 600 გრ ხახვი
  • 1-2 ცალი მწარე წიწაკა
  • 220 მლ ზეთი
  • 120 მლ 9%-იანი ძმარი
  • 130 გრ შაქარი
  • 70 გრ მარილი
  • 1 კონა კამა
  • 1 ს. კ. მდოგვის თესლი

მოამზადების წესი:

  1. პომიდორი, მწარე წიწაკა გაატარეთ (თუ ცხარე კერძები გიყვართ, მაშინ დაამატეთ მწარე წიწაკა) და მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით ზეთი, დაამატეთ მარილი, შაქარი, მდოგვის თესლი და კარგად აურიეთ.
  2. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღეთ კიდევ 20 წუთი. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. წითელი ბულგარული, სოკო, ხახვი, კამა დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.
  3. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პომიდვრიან მასას ადუღებთ 20 წუთი, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული და ადუღეთ 30 წუთი. ამ დროს განმავლობაში ქილები და ხუფები გაასტერილეთ.
  4. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ძმარი, კარგად აურიეთ, ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. ქილები ამოაბრუნეთ და შეფუთეთ გაგრილებამდე.

თუ ზამთრისთვის არ მოამზადებთ, პროპორციები შეამცირეთ, მოამზადეთ უგემრიელესი ლეჩო სოკოთი და ასიამოვნეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. უგემრიელესი გამოდის მიქლიოთი (ქათმისბარკალა). გემრიელად მიირთვით!