სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს აწუხებს უძილობის პრობლემა, ხოლო ძილის ნაკლებობა ცუდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.
უძილობის გამომწვევი მიზეზები არის სტრესი, დეპრესია და შფოთვა. უძილობა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევის მარეგულირებელმა, ტკივილგამაყუჩებლებმა და ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა.
საძილე აბები ყოველთის ვერ დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში და ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. და ყელაზე მთავრი უაროფითი თვისება, რომელიც საძილე აბებს ახასიათებს შეჩვევაა. ამ პრეპარატების ხშირი გამოყენება იწვევს იმ უსიამოვნო ფაქტს, რომ ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. გარდა ამისა აბები იწვევს ისეთ არასასიამოვნო პრობლემებს, როგორიცაა, თავბრუსხვევა, სისუსტე, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მახსიერების დაქვეითება.
ძილის ნაკლებობა ზრდის ჯანმრთელობის მრავალი პრობლემისა და დაავადებების რისკს, როგორიცაა, დიაბეტი, სიმსუქნე, სიმსივნე და სხვა.
ჩვენ ვიზრუნეთ თქვენზე და სტატიაში შემოგთავაზებთ უძილობის საწინააღმდეგო უკიდურესად ეფექტურ და უმარტივეს საშუალებას, ბანანის ჩაის.
ჩაი უმარტივესი მოსამზადებელია და მას საოცარი გემო აქვს. მის შემადგენლობაში შედის ნატურალური, ყველასთვის ხელმისაწვდომი იგრედიენტი. ჩაი მართლაც, რომ საოცრებას მოახდენს.
ბანანისა და მისი ქერქის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი და კალიუმი. მაგნიუმი ძალზე სასარგებლოა ძილის დარღვევის შემთხვევაში და უზრუნველყოფს მოდუნებას.
ჩაის მოსამზადებლად მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ.
საჭირო იგრედიენტები:
- ბანანი 1 ცალი
- წყალი 1 ფინჯანი
- დარიჩინი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ბანანი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით და ქერქთან ერთად მოათავსეთ ქვაბში, რომელშიდაც წყალი დუღს და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ფინჯანში, დაამატეთ ცოტა დარიჩინი და მიირთვით დაძინებამდე.
ბანანის ჩაი საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომლის წყალობითაც მოიგვარებთ უძილობის პრობლემას.