საღამოს ნიღაბი, რომელიც პირველივე გამოყენების შემდეგ არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ

0
3497

ყველა ლამაზმანის ოცნებაა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს სახის კანის სინორჩე. ისინი უნიკალური საშუალებების მუდმივ ძიებაშძი არიან და არც კი იციან, რომ ეს პროდუქტი მათ გვერდითაა.

ეს ბუნებრივი საშუალება საკვები სოდაა.

შემოგთავაზებთ სოდის ორ კომპონენტიანი ნიღაბის რეცეპტს. სოდა ბაქტერიების საწინააღმდეგო და უძლიერესი სადეზინფექციო საშუალებაა. ის კანის უძლიერესი გამწმენია, აშორებს ჭუჭყს, მკვდარ უჯრედებს, ებრძვის გამონაყარს. სოდას აქვს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი.

გამწმენდი ნიღაბი

აიღეთ 2 წილი სოდა და 1 წილი წყალბადის ზეჟანგი, კარგად  აურიეთ, სახეზე წაისვით და დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ კი წრიული მოძრაობებით მოიშორეთ ნიღაბი და წაისვით დამატენიანებელი მალამო.

დატენიანება

სოდისა და ზეითუნის ზეთის უნიკალური კომბინაცია არბილებს და ატენიანებს კანს.

აიღეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და 2 ს. კ. სოდა, აურიეთ და წინასწარ გაწმენდილ სახეზე შეიზილეთ, დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

აქერცვლის ეფექტი

ყველამ კარგად იცით, შვრიის საოცარი თვისებების შესახებ. მოამზადეთ ნიღაბი შვრიისა და სოდის კომბინაციით. აიღეთ 1 ჩ. კ. სოდა, 2 ჩ. კ. შვრიის ფანტელი, დაამატეთ ცოტა წყალი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. ნიღაბი დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ბრძოლა გამონაყართან

გამონაყარის საწინააღმდეგო ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩ. კ. სოდა, 1 ს. კ. 30 %-იანი ნაღები, 1 ჩ. კ. თაფლი და აურიეთ. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე, დაიტოვეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

თუ გსურთ, რომ დამღლელი სამუშაოს შემდეგ კანს ელასტიურობა დაუბრუნოთ მოამზადეთ ნიღაბი. აიღეთ 1 ს. კ. სოდა, 1 ცალი კვერცხის გული, 1 ს. კ თაფლი, 1 ჩ. კ. შვრიის ფანტელი, ნახევარი ჩ. კ. ვაშლის ძმარი და გახეხილი ნახევარი კიტრი.

დაიმახსოვრეთ, სოდის პროდუქტები არ არის სასურველი  ყოველდღიური მოხმარებისთვის. სოდის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ და შედეგით აღფრთოვანდებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here