ბრინჯის წყალი თმის ცვენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა

0
498

ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით, თუთიით, რკინით, კალიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ბრინჯის წყალი თმას კვებავს, აძლიერებს და ანიჭებს ბზინვარებას.

ბრინჯის წყალი უებარი საშუალებაა, რომელიც საუკეთესოა თმის გასასწორებლად, გაჭაღარავების პრევენციისთვის, გაგათავისუფლებთ ზედმეტი ცხიმიანობისგან, ხელს უწყობს თმის ზრდას, მოგაშორებთ ქერტლს, შეაჩერებს თმის ცვენას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის უჯრედებს, იცავს თავის კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან.

ცილებით მდიდარი ბრინჯის წყალი აძლიერებს თმას და ანიჭებს მას მოცულობას. ეფექტურად გამოიყენება მტვრევადი და გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ.

ის საუკეთესო საშუალებაა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, რომელთა წარმოქმნასაც იწვევს  ულტრაიისფერი გამოსხივება, ჰორმონალური ფონი და ასაკი.

ამ უამრტივესი და ბიუჯეტური საშუალების ეფექტურობა გაგაოცებთ. სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ბრინჯის წყლის მომზადებას.

  1. 1 ჩ. ჭ. ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით 2 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, სითხე გადაიტანეთ მინის ბოთლში და გააჩერეთ 2 დღე (უნდა დაიწყოს დუღილი).
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სითხე გადაიტანეთ ქვაბში და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და დაამატეთ ჩაის ხის ზეთის ან როზმარინის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
  3. ბრინჯის წყალი გამოიყენეთ როგორც შამპუნის შემცვლელი. შეიზილეთ თმის ძირებზე და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
  4. საოცარი სითხის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში თმას  დაუბრუნებთ ბზინვარებასა და სიცოცხლისუნარიანობას. თქვენი თმა დარბილდება და გახდება დამყოლი.
  5. რეკომენდებულია ბრინჯის წყლის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის გამოყენება. ბრინჯის წყალს დაამატეთ ცოტა თაფლი, ალოეს წვენი, E ვიტამინი აურიეთ და საუკეთესო ნიღაბიც მზად არის.

ბრინჯის წყლის გამოყენების რეკომენდაციები:

ბრინჯის წყლის გამოყენების დროს აუცილებლად გაიკეთეთ მასაჟი. ამ გზით შეძლებთ სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, რაც ხელს უწყობს კანის მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვის გაუმჯობესებას.

ჯადოსნური წყლის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის ბრინჯი. გამოიყენეთ ბრინჯინის წყალი რეგულარულად და შედეგით ისიამოვნეთ!