გასწავლით, როგორ მოამზადოთ უსაფუვრო პური კეფირით

სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი პურის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად საფუარი არ დაგჭირდებათ. სულ რაღაც ერთ საათი და საოცრად გემრიელი, რბილი პური მზად იქნება.

დამიჯერეთ, ამ საოცარი პურის დაგემოვნების შემდეგ სურვილი აღარ გექნებათ, რომ ეს დალოცვილი პროდუქტი მაღაზიაში შეიძინოთ.

პურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შვრიის ქატო (ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის ხელმისაწვდომი) 40 გრ
  • კეფირი 200 მლ
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • ჭვავის ფქვილი 220 გრ
  • ქინძის თესლი 1,5 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1,5 ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • სელის თესლი მოსაყრელად
  • მცირე რაოდენობის ზეთი

მომზადების წესები:

  1. სოდას დაასხით ლიმონის წვენი და დაამატეთ კეფირი, შემდეგ დააყარეთ მარილი და შაქარი. ურევთ შაქრისა და მარილის კრისტალების გადნობამდე. შემდეგ დაამატეთ ზეთი, ქატო, სელის თესლი და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებულ მასას თანდათან შეაზილეთ ფქვილი და ცომი ხელით კარგად მოზილეთ.
  3. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდის ფურცელი, რომელსაც ზეთი წაუსვით და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  4. პური გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 40-დან 60 წუთამდე. პურის მზადყოფნა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. თუ ჩხირს ცომი არ ამოჰყვა ე. ი. პური მზად არის.

გამოაცხვეთ უგემრიელსი პური და ისიამოვნეთ.