15 მავნებლობა რომელიც შესაძლოა თქვენს კანს აზიანებდეს

კანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კოსმეტოლოგების და სხვადასხვანაირი ნიღბების გამოყენება არ გჭირდებათ. ამისთვის საჭიროა მოიშოროთ ის საზიანო ასპექტები, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ჩვევებში იმალება:

15. ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების გამოყენება კანის მოსავლელად
ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკური პროდუქტები თქვენი კანის გამოშრობას იწვევს.

14. ქილებში მოთავსებული კრემის ყიდვა

ჯობს ტუბებში მოთავსებული სახურავიანი კრემი იყიდოთ, რადგან მათში თითის ჩაყოფა და ასეთი სახით ბაქტერიების მასზე გადატანა არ მოგიწევთ.

13. ჩვეულებრივი საპონით დაბანა

ჩვეულებრივი საპონი თქვენს კანს აშრობს. სჯობს გამოიყენოთ გელი ან ტონიკი.

12. სკრაბების გამოყენება

სკრაბები მშრალ და სენსიტიურ კანს აზიანებს და ნორმალური და ზეთიანი კანის ფორებს უფრო მეტად ჭედავს. კანის გასაწმენდად სჯობს ნიღბები გამოიყენოთ.

11. სახის ზედმეტად ხშირად დაბანა

დღეში სამზე მეტჯერ კანის დაბანა მის გაღიზიანებას იწვევს, რის დროსაც იგი უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას იწყებს თავის დასაცავად. მეტი ცხიმის გაჩენა მეტი აკნის გაჩენის რისკს ზრდის.

10. სახის გასამშრალებლად პირსახოცის გამოყენება

არასდროს შეეხოთ კანს სველი პირსახოცით, რადგან ის შეიძლება ბაქტერიების გადამტანი იყოს. ასევე ნუ გაიხეხავთ სახეს და უბრალოდ ნელი შეხებით გაიმშრალეთ იგი პირსახოცის გამოყენებისას.

9. ბევრნაირი კოსმეტიკური პროდუქტის ხმარება

თუ ზედმეტად ბევრნაირ კრემს და ლოსიონს იყენებთ, ამით თქვენი კანი გაღიზიანდება, რადგან მას სჭირდება დრო ყველა ახალ პროდუქტთან შეჩვევისთვის.

8. კანის დასვენება

თქვენ ყოველ საღამოს უნდა დაიბანოთ კანი და ასევე კვირაში ორჯერ მაინც უნდა დაასვენოთ იგი კოსმეტიკური საშუალებებისგან.

7. ჰაერის კონდიციონერის ხმარება

თუკი დიდი ხნის გატარება გიწევთ ჰაერის კონდიციონერის მქონე სივრცეში, მაშინ სჯობს იხმაროთ კანის დამატენიანებელი პროდუქტები, რადგან კონდიციონერი კანის გამოშრობას იწვევს.

6. ძილის უკმარისობა

ძილის ნაკლებობა სტრესს და კორტისოლის დონის გაზრდას იწვევს. ეს ჰორმონი კანს ცხიმების გამოყოფას აიძულებს, რაც ნაადრევი დაბერების პროცესებს იწვევს.

5. ზედმეტად ბევრი ყავის დალევა

დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ყავის დალევა ჩვენს კანს უფრო აუხეშეს და სისხლის ვენების გაფართოებას იწვევს.

4. არააქტიური ცხოვრების სტილი

არააქტიური ცხოვრების წესის ქონისას თქვენი სისხლის მიმოქცევა იცვლება და ამის გამო თქვენი კანის სიგლუვე უარესდება. ამიტომ უნდა ივარჯიშოთ კვირაში ორჯერ მაინც. სცადეთ იოგა

3. ზედმეტად ბევრი მარილის მიღება

მარილი ორგანიზმში ტოვებს წყალს და სახის კანის გასიებას იწვევს.

2. ბევრი ტკბილეულის ჭამა

შაქარი იმ კოლაგენს ანადგურებს, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობის შენარჩუნებაზე.

1. კოკტეილების დალევა

თუკი სასმელებს ხშირად სვავთ საწრუპებით, მაშინ ამან თქვენს სახეზე პირის ზოლების გამოკვეთა შეიძლება გამოიწვიოს. პირის ასეთი მოქმედებებით დაჭიმვა მართლაც ასწრაფებს ნაოჭების გაჩენას.