ვაშლისა და დარიჩინის არომატებით გაჯერებული ხაჭოს ორცხობილები. გემრიელი და სასარგებლოა

შემოგთავაზებთ ვაშლისა და დარიჩინის არომატით გაჯერებული ხაჭოს ნაზი და ჰაეროვანი ორცხობილების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • ვაშლი 2-3 ცალი
  • ხაჭო 220 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • ვანილი
  • კარაქი 100 გრ
  • დარიჩინი 1 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
  2. ცალკე თასში ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი, ვანილი და კარაქი.
  3. შემდეგ ხაჭოიან მასას ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი.
  4. ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად და შეურიეთ ცომს.
  5. მზა ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად და გამოხელეთ პატარა ბურთები.
  6. დაფქული დარიჩინისა და 2 ს. კ. შაქარის ნარევში ამოავლეთ ბურთულები და ოდნავ გააბრტყელეთ.
  7. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ორცხობილები. დაიცავით მანძილი.
  8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები ძალიან გემრიელია ჩაისთან ერთად. მიირთვით და ისიამოვნეთ!