ქალი ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ ასაკში ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარ თავზე, ჩაიტაროს სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები.
სამწუხაროდ, ყველა არ არის განებივრებული სალონური პროცედურებით, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, ხალხური მედიცინა მდიდარია რეცეპტებით, რომელთა შემადგენლობა იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე. შემოგთავაზებთ სახამებლის ბაზაზე შექმნილი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ბოტოქსის ანალოგია.
კარტოფილის სახამებელი უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, გაჯერებულია C ვიტამინითა და ნიკოტინის მჟავით, რომელთაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვთ. საშინაო პირობებში გაკეთებული ბოტოქსი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის.
სახამებელის ბაზაზე შექმნილი ნიღაბის გამოყენების შემდეგ კანი ხდება ფაფუკი, აბრეშუმისებრი. ზრდასრულ ასაკში სახამებლის ბაზაზე მომზადებული ნიღბების გამოყენება აუცილებელია, რომლის წყალობითაც წვრილი ნაოჭების გასწორება რელობად იქცევა, ხოლო ღრმა ნაოჭბი შემცირდება, კანი იძენს ელასტიურობას და ანათებს.
სახამებლის ბაზაზე მომზადებული ნიღბების უამრვი რეცეპტი არსებობს. შემოგთავაზებთ იმ საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც მე თვითონ მაქვს გამოყენებული და შედეგმა აღმაფრთოვანა.
სტაფილოსა და სახამებლის ნიღაბი სახის კანისთვის
საჭირო ინგრედიენტები:
- სტაფილო წვენი 5 ს. კ.
- სახამებელი 1 ს. კ.
- საშუალო ცხიმიანობის არაჟანი 1 ს. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სახამებელს დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. ოთახის ტემპერატურის წყალი და აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, ადუღეთ 15 წუთი. ეცადეთ, არ დაგეწვათ. შემდეგ დაამატეთ სტაფილოს წვენი, არაჟანი და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა გააციეთ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და კარგად შეიზილეთ. 20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- პროცედურა ჩაიტარეთ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში. შემდეგ ერთი კვირა დაისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.
ჩინური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტი
ამ ნიღაბის გამოყენება არ შეიძლება მათთვის ვისაც გამონაყარი, ჭრილობა ან ქავილი აქვთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ჩ. კ.
- სახამებელი (კარტოფილის ან სიმინდის, ან ბრინჯის) 1 ჩ. კ.
- წმინდა მარილი 1 ჩ. კ.
ინსტრუქცია:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნაზავს დაამატეთ 1 ჩ. კ. რძე, ხოლო მარილი გამოიყენეთ ნახევარი ჩ. კ.
- მომზადებული საშუალება სამ ფენად უნდა წაისვათ. ჯერ ერთი ფენა წაისვით და შეიშრეთ, შემდეგ-მეორე, მესამე.
- 25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ დღეგამოშვებით 20 დღის განმავლობაში. შემდეგ კი ერთი თვე დაისვენეთ.
სკრაბი მინერალური წყლით
ნიღაბის გამოყენება არ შეიძლება მათთვის ვისაც გამონაყარი, ჭრილობა ან ქავილი აქვთ.
საჭირო იგრედიენტები:
- სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი 0,5 ჩ. კ.
- სახამებელი 1 ჩ. კ.
- მინერალური წყალი 1 ჩ. კ.
- აბაზანის გელი ან ქაფი 1 ჩ. კ.
მომზადბისა და გამოყენების წესები:
სახამებელს დაამატეთ აბაზანის ქაფი, მინერალური წყალი, მარილი და კარგად აურიეთ. ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე, დაიყოვნეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი წაისვით დამატენიანებელი მალამო.
გამათეთრებელი ნიღაბი წყალბადის ზეჟანგით
- ნიღაბის საშუალებით მოიშორებ ჭორფლს, პიგმენტურ ლაქებს.
- 2 ს. კ. სახამებელს დაამატეთ 2 ს. კ. 5%-იანი წყალბადის ზეჟანგი.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 20 წუთი დაიყოვნეთ.
- შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.
ნაოჭების გასასწორებლად გასაოცარ ეფექტს იძლევა სახის ვარჯიშები. დილა-საღამოს 15-15 წუთი გაიკეთეთ ვარჯიშები და იზრუნეთ თქვენი კანის სილამაზეზე.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.