ზოგიერთი საკვები სრულად არ გადამუშავდება. ამას შედეგად მსხვილ ნაწლავში ლორწოს დაგროვება მოჰყვება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმისთვის საზიანო ტოქსინებისა და შხამების წარმოქმნას.
დაღლილობა, თავის ტკივილი, წონაში მატება, უხასიათობა, ხშირად გაციება, ვირუსული დაავადებები_იმ სიმპტომთა ჩამონათვალია, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ მსხვილი ნაწლავი ტოქსინებით არის დატვირთული.
შემოგთავაზებთ მსხვილი ნაწლავის ყველაზე ეფექტური გამწმენდი საშუალების რეცეპტს, რომელიც მდიდარია ბოჭკოებით, საკვები ნივთიერებებით. მისი წყალობით მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელაბას, გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას.
დეტოქს საშუალების შემადგენლობაში შედის ვაშლი, სელის თესლი, ჩიას თესლი.
- ვაშლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა. იგი გაჯერებულია ხსნადი ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდას, აგრეთვე მდიდარია უხსნადი ბოჭკოებით, რომლებიც გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
- სელისა და ჩიას თესლი ასუფთავებს მსხვილ ნაწლავს ტოქსიკური ნარჩენებისგან.
- სელის თესლი ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, რომლებიც წმენდს ნაწლავებს და აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას, ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს, რადგან შეიცავს ნაერთებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას. სელი აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
- ჩიას თესლი გაჯერებულია ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯანმრთელობას. იგი მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით, რომელთაც თქვენი ორგანიზმი ტოქსინების გამოდევნის დროს შეიწოვს.
ხელნაკეთი გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1-2 ცალი ვაშლი
- 1 ჩ. კ. თაფლი (სურვილისამებრ)
- 1 ს. კ. ჩიას თესლი
- 1 ს. კ. სელის თესლი (დაფქული)
- 200 მლ გაფილტრული წყალი
- რამდენიმე მწიკვი თქვენი საყვარელი სანელებელი (დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, ან მიხაკი)
მომზადების წესი:
- ჩიას დაასხით 100 მლ წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი.
- მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, დაამატეთ ჩიას ნარევი და კარგად აურიეთ.
დეტოქს საშუალება მიიღეთ ყოველ დღე თქვენთვის ხელსაყრელ დროს. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ორი კვირიდან ერთ თვემდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!