ჭარხალი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. მის შემადგენლობაში შედის უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერება. ჭარხლის მიღება სასარგებლოა ნებისმიერი სახით-შეგიძლიათ მიირთვათ როგორც მოხარშული ასევე ნედლი, სალათში, წვნიანში, ბურახის სახითაც კი.
სამკურნალოდ აირჩიეთ მუქი ფერის ჭარხალი. კარგი იქნება თუ თქვენი ბოსტნის ნატურალურ პროდუქტს გამოიყენებთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს, რომელთა ძირითადი იგრედიენტი ჭარხალია. გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.
1. ქერტლი
ქერტლისგან გათავისუფლდებით თუ თმას ჭარხლიანი წყლით დაიბანთ, რომელსაც შემდეგი წესით მოამზადებთ.
აიღეთ სამლიტრიანი ქილა და ჩაასხით 1,5 ლ ცივი წყალი. ქილაში ჩაყარეთ დაჭრილი, გათლილი ჭარხალი და დააყოვნეთ ერთი დღე-ღამე. გამოყენებამდე ნაყენს დაამატეთ ცხელი წყალი და თმა ჭარხლიანი წყლით დაიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ქერტლი გაგიქრებათ.
2. მასტოპათია
საშუალო ზომის მოხარშული ჭარხალი გახეხეთ, დაამატეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარი და მომზადებული თბილი მასა 5-10 წუთით დაიტანეთ დაზიანებულ მკერდზე. ჩაიტარეთ 6 პროცედურა.
3. ჰაიმორიტი
ჭარხალი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი და გაათბეთ. ბამბა გააჯერეთ ჭარხლის წვენით და 10 წუთით ჯერ ერთ ნესტოში შეიდეთ, შემდეგ-მეორეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 დღე.
4. სურდო
ცხვირის ნესტოებში ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი ჭარხლის წვენი და სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ სურდოს თავს დააღწევთ.
5. ღვიძლის დაავადებები
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების უმეტესობის განიკურნება ხდება წმენდის საშუალებით. ჩაიტარეთ მსუბუქი წმენდა ჭარხლის ბაზეზე მომზადებული ბურახის გამოყენებით.
- აიღეთ 3 საშუალო ზომის ჭარხალი, კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში. დაამატეთ 2 ს. კ. ფქვილი, 500 გრ შაქარი. ქილას დაახურეთ და 2 დღით დადგით სიბნელეში ოთახის ტემპერატურაზე. მოურიეთ დღეში 2-ჯერ.
- შემდეგ დაამატეთ 700 გრ უყუნწო და უწიპწო ქიშმიში, 4 ჩ. ჭ. შაქარი, ½ ჩ. ჭ. წყალი და 7 დღე გააჩერეთ. დღეში ერთხელ მოურიეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მიიღებთ 1 ლ ბურახს. წმენდის პროცედურისთვის დაგჭირდებათ 3 ლ ჭარხლის ბურახი.
- სამკურნალო საშუალების 1 ს. კ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 3 თვე დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ წმენდის პროცედურები.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.