სისხლძარღვების საშუალებით ყველა ორგანოს და მათ შორის თავის ტვინსაც მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
სამწუხაროდ, ასაკთან ერთად სისხლძარღვების ელასტიურობა უარესდება, სისხლის მიმოქცევა ფერხდება, რადგან სისხლძარღვების კედლები ქოლესტერინის ნარჩენებით ბინძურდება.
მეხსიერების დაქვეითება, ხმაური ყურებში, თავის ტკივილები, მაღალი არტერიული წნევა და ქრონიკული დაღლილობა-ეს იმ საშიშ ნიშანთა ჩამონათვალია, რომელთაც გვიგზავნის ტვინი და გვატყობინებს, რომ აუცილებელია სისხლძარღვების გაწმენდა.
ამ პროცესით შეაფერხებთ ათეროსკლეროზის გავრცელებას. საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მავნე ქოლესტერინს ხელს უწყობს დაავადებების განვითარებას, ამიტომ პრევენციის მიზნით რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ სისხლძარღვების წმენდა ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული საშუალებებით.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ნატურალურია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
1. თაფლი და ნიგოზი
საჭირო ინგრედიენტები:
- კაკალი 5 ცალი
- თაფლი 1 ს. კ.
- დარიჩინი მწიკვი
- გამხმარი ჯანჯაფილი (1 კოჭა)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
დაჭერით ნიგოზი 5 ცალი, დაამატეთ თაფლი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, კარგად აურიეთ, შედეთ მაცივარში და 1 დღე-ღამე დააყოვნეთ. მომზადებული სამკურნალო საშუალება მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
2. ხახვის წვენი და თაფლი
საჭირო ინგრედიენტები:
- ხახვის წვენი 1/3 ჩ. ჭ.
- თაფლი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული გამწმენდი საშუალების 1 ჩ. ჭ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ხახვის წვენი არა მარტო წმენდს სისხლძარღვებს, არამედ აძლიერებს იმუნურ სისტემას.
3. ნატურალური წვენები
განსაკუთრებით სასარგებლოა ყურძნის წვენი. ნატურალური საშუალების ნახევარი ჩ. ჭ. მიიღეთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე (საუზმისა და სადილის წინ) ნახევარი საათით ადრე. ყურძნის წვენს ჩაანაცვლეთ ბროწეულის, სტაფილოს ან ვაშლის წვენები.
4. ოროვანდის ნაყენი
საჭირო ინგრედიენტები:
- ოროვანდი 1 ს. კ.
- ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ერთი თვის განმავლობაში მშიერ კუჭზე მიიღეთ ნაყენი, რომელიც შემდეგი წესის მიხედვით მოამზადეთ. ოროვანდის გამხმარი ფესვები ჩაყარეათ თერმოსში, დაასხით ადუღებული წყალი და დააყოვნეთ მთელი ღამით. ნაყენი მიიღეთ საუზმემდე 30 წუთით ადრე.
5. ანანსი და ნიგოზი
საჭირო ინგრედიენტები:
- კაკალი 3 ცალი
- ანანსი 2-3 ნაჭერი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მუქ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. სამკურნალო საშუალება მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ორი დღის შემდეგ მოამზადეთ ნარევის ახალი პორცია.
ყური მიუგდეთ თქვენს ორგანიზმს-თუ თავის ტკივილები, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუს ხვევა გაგიგრძელდათ კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.