ვიგრძენი, რომ თმის ცვენა დამეწყო. ადრე ეს პრობლემა არ მაწუხებდა, მაგრამ მომხდარმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა ამ უსიამოვნო მოვლენის წინაშე დამაყენა.
დავიწყე სხვადასხვა საშუალებების მოძიება. შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა შემადგენელ იგრედიენტებზე, მომზადებისა და გამოყენების წესებზე მიმდებარე სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას.
1. ხახვის ნაყენი
ხახვის ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბლენდერი. 1 ან 2 თავი ხახვი დააბლენდერეთ, შემდეგ მარლის საშუალებით გამოწურეთ წვენი, დაამატეთ წითელი მწარე წიწაკა და 1 ს. კ. ნუშის ზეთი. მომზადებულ მასას დღის განმავლობაში 3-4-ჯერ ვიზელდი თავის კანზე და ღამით ვიბანდი.
ამ საოცარი ნიღაბის წყალობით შევძელი თმის მოცულობისა და სიგრძის გაზრდა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ გაღიზიანება, ჯერ შეამოწმეთ იგრედიენტებისადმი მგრძნობელობა.
2. ხახვი და ნიორი
ხახვისა და ნივრის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა, რომლის წყალობითაც გაიზრდით თმის მოცულობასა და სიგრძეს. გატარებული ხახვი და ნიორი დღეში 2-ჯერ შეიზილეთ თმის ძირებზე. გამოიყენეთ რეგულარულად და შედეგს ერთი კვირის შემდეგ დაინახავთ.
3. ნატურალური ზეთები
თმის ზრდის პროცესის დასაჩქარებლად არც თუ ისე ცოტა დრო დაგჭირდებათ. ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ 10 მლ ნუშის, ქოქოსისა და თალგამის ზეთები. მომზადებული ნაზავი წრიული მოძრაობებით შიეზილეთ თავის კანზე (ამ გზით ხელს უწყობთ თმის მიძინებული ფოლიკულების სტიმულირებას), შეიფუთეთ და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით კი ჩამოიბანეთ. შედეგიც არ დააყოვნებს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.